FM97.5 / LIVE

საჯარო მოხელეების რესტორანში ბიუჯეტიდან 8.474 ლარი გადაირიცხა

მთავარიპოლიტიკა 22.07.2015
კერძო ობიექტი საიდუმლო ინფორმაციას აქვეყნებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი საჯარო ინფორმაციას მალავს. რას მალავენ და რას აქვეყნებენ ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები რესტორან „ალავერდზე“.

საჯარო მოხელეების რესტორანში ბიუჯეტიდან 8.474 ლარი გადაირიცხა

უკვე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეების რესტორან „ალავერდში“, ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლიდან დღემდე, ბიუჯეტიდან 8.474 ლარი დაიხარჯა: მიმდინარე წელს ახალციხის მერიამ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გაწერილი თანხიდან რესტორან „ალავერდში“ 6 014 ლარი გადაიხადეს.

მერიაში წარმომადგენლობითი ხარჯისთვის 2015 წელს 22 000, გამგეობაში კი 18 000 ათასი ლარია გაწერილი.

მერიამ „ალავერდთან“ მიმდინარე წელს ერთი ხელშეკრულება გააფორმა და 2000 ლარი გადარიცხა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი სამი და ჯამში წარმომადგენლობითი ხარჯიდან „ალავერდში“ 4 014 ლარი გადაიხადა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარო ინფორმაციას მალავს

ხელისუფლების შეცვლიდან დღემდე, ანუ ერთი წლის განმავლობაში, მერიას „ალავერდში“ 3 920 და გამგეობას 4 554 ლარი აქვს გადარიცხული; თუმცა, თუ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ნათქვამს დავეყრდნობით, გამგეობიდან „ალავერდში“, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 4 554 ლარი კი არა 5 450 ლარი გადაირიცხა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ გამგეობიდან კვების ობიექტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები წერილობით გასულ წელს გამოითხოვა. პასუხად გვაცნობეს, რომ შარშან გამგეობამ კვების ორ ობიექტთან გააფორმა ხელშეკრულება და ორივე მათგანი შპს „ალავერდია“, თუმცა წერილს ხელშეკრულებები არ დაურთეს. სიტყვიერად კი განმარტეს, რომ ორივე ხელშეკრულება აბასთუმნის გზატკეცილზე მდებარე შპს „ალავერდთან“ გააფორმეს.

აღნიშნული უარყვეს მამუკა მიქელაძემ და რესტორან „ალავერდის“ დირექტორმა ნანა გოგოლაძემ. მათი განცხადებით, გასულ წელს გამგეობამ „ალავერდთან“ მხოლოდ ერთი ხელშეკრულება 540 ლარზე გააფორმა. რაც შეეხება მეორე ხელშეკრულებას, რომელიც გამგეობის სიტყვიერი განცხადებით 896 ლარზე ასევე „ალავერდთან“ გაფორმდა, რესტორნის ადმინისტრაციაში კატეგორიულად უარყოფენ.

ამიტომ იმის გასარკვევად, თუ რომელ კვების ობიექტში გადაირიცხა გამგეობის წარმომადგენლობითი ხარჯიდან 2014 წელს 896 ლარი, გამგეობას კვალვ წერილობით მივმართეთ, თუმცა, პასუხი, ვერც ამჯერად მივიღეთ. მოგვწერეს, რომ აღნიშნულის შესახებ პასუხი იმ წერილში გაგვცეს, რომელშიც „სამხრეთს კარიბჭე“ 2014 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა.

„ალავერდი“ მოგების გადასახადის დეკლარაციას გვაცნობს

მაშინ, როცა გამგეობა საჯარო ინფორმაციას მალავს, „ალავერდი“ იმ დოკუმენტს გვიჩვენებს, რომელიც ჟურნალისტებისთვის ხელმიუწვდომელია.

„მოგების გადასახადის დეკლარაციაც კონფიდენციალურია ჩემსა და საგადასახადოს შორის. ამ ინფორმაციას თქვენ არავინ მოგაწოდებთ. ჩემი ინიციატივით ამოვბეჭდე და მინდა გიჩვენოთ“, – გვითხრა გოგოლაძემ.

მან აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ რესტორნის წილების დამალვასა და იქიდან მიღებულ შემოსავალზე სტატია დაწერა.

2014 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, შპს „ალავერდის“ ნაშთიც და შემოსავალიც 85 677 ლარია. აქედან ხარჯი 147 000 ლარია, გრაფაში კი „გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე“ 61 879 ლარია მითითებული.

„ანუ გადამეტებაა ერთობლივ შემოსავალზე ინვენტარის და ასეთი რაღაცეების შეძენის ხარჯზე. ახლა კლიენტი გვყავს, არის შემოსავალი, რესტორანი უკვე მოგებაზე გავა და ეს აისახება კიდეც ახალ დეკლარაციაში. დანარჩენი ვინ მოვა ჩვენ რესტორანში და ვინ არა, ეს მათი გადასწყვეტია და არა ჩვენი“, – ამბობს გოგოლაური.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (N 712272), რომელიც 2014 წლის 11 თებერვალს მომზადდა, შპს „ალავერდს“ სამი მეწილე ჰყავს: 34%–იანი წილის მფლობელი ნინო კარკაძე ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვმჯდომარის მამუკა მიქელაძის მეუღლეა; 33%–ინი წილი მანანა კბილაშვილს, გუბერნატორის უკვე ყოფილი მოადგილის ავთანდილ კაჭკაჭაშვილის მეუღლეს ეკუთვნის; ასევე, 33%–იანი წილი აქვს იური ჩინჩალაძეს, იგი მექანიზაციის სერვისცენტრის მმართველის კახა ჩინჩალაძის მამაა.

აღნიშნული წილები არც კაჭკაჭაშვილს და არც მიქელაძეს საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვთ. კაჭკაჭაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ რესტორანი ჯერ მოგებაზე არ მუშაობს, მიქელაძე კი აცხადებს, რომ უბრალოდ გამორჩა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული ფული საჯარო მოხელეების რესტორანში
საჯარო მოხელეების დაფარული წილები რესტორან ‘ალავერდში’
ასახა თუ არა დეკლარაციაში საჯარო მოხელემ ფარული წილი რესტორან „ალავერდში“
2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებში 11 535 ლარი გადარიცხა
რა დახარჯა ახალციხის საკრებულომ ოფიციალური სადილებისთვის
ორ წელში ასპინძის მერიამ სტუმრების ვახშმისთვის 11 000–მდე ლარი დახარჯა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალს მალავს