FM97.5 / LIVE
სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ რესტორანს, რომლის მეწილეც მისი მეუღლეა, შემოსავალი არ მიუღია.">

საჯარო მოხელეების დაფარული წილები რესტორან ‘ალავერდში’

მთავარიპოლიტიკა 02.07.2015
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მიქელაძე „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ რესტორანს, რომლის მეწილეც მისი მეუღლეა, შემოსავალი არ მიუღია.

საჯარო მოხელეების დაფარული წილები რესტორან ‘ალავერდში’
ფოტოზე: მარცხნივ მამუკა მიქელაძე. ფოტო გადაღებულია 2014 წლის 19 მაისს, მამუკა მიქელაძის უბნის მაჟორიტარად წარდგენისას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მიქელაძე, რომლის მეუღლეც აბასთუმნის გზატკეცილზე მდებარე შპს „ალავერდის“ 34%–იანი წილის მფლობელია, აცხადებს, რომ დეკლარაციაში მეუღლის შემოსავალი, 3 128 ლარი მიღებული აქვთ ამავე მისამართზე რეგისტრირებული სხვა შენობიდან: „მანდ ვეტაფთიაქი ჰქონდა, მერე არ გაუმართლა და დახურა. დეკლარაციაში მითითებული შემოსავალი სწორედ ამ ვეტაფთიაქიდან იყო მიღებული“.

მიქელაძეს ეს შემოსავალი დეკლარაციაში მითითებული აქვს, თუმცა, ამავე მისამართზე, აბასთუმნის გზატკეცილზე მდებარე შპს „ალავერდში“ მეუღლის 34%–იანი წილი არა. ამბობს, რომ ეს მექანიკურად მოუვიდა, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ რესტორანს შემოსავალი მართლაც არ მიუღია.

კითხვაზე, როგორ მოხდა შემთხვევით, რომ არც მან და არც გუბერნატორის მოადგილემ შპს „ალავერდში“ მეუღლეების წილები დეკლარაციაში არ მიუთითეს, გვპასუხობს: „ხდება ხოლმე ასეთი რაღაცაც“.

შეგახსენებთ, რომ შპს „ალავერდში“ 34%–იანი წილის მფლობელი ნინო კარკაძე ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვმჯდომარის მამუკა მიქელაძის მეუღლეა; 33%–ინი წილი მანანა კბილაშვილს, გუბერნატორის მოადგილის ავთანდილ კაჭკაჭაშვილის მეუღლეს ეკუთვნის; ასევე, 33%–იანი წილი აქვს იური ჩინჩალაძეს, იგი მექანიზაციის სერვისცენტრის მმართველის კახა ჩინჩალაძის მამაა.

გასულ წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტუმრებს „ალავერდში“ სამჯერ უმასპინძლა. წარმომადგენლობითი ხარჯიდან მერიამ 1 920, გამგეობამ კი ჯერ 896, შემდეგ 540 ლარი გადარიცხა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასახა თუ არა დეკლარაციაში საჯარო მოხელემ ფარული წილი რესტორან „ალავერდში“
საჯარო მოხელეების რესტორანში ბიუჯეტიდან 8.474 ლარი გადაირიცხა
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული ფული საჯარო მოხელეების რესტორანში
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალს მალავს
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ კერძო კომპანიაში დირექტორის პოზიცია დატოვა
რა პასუხი აქვთ ახალციხელ დეპუტატებს არასრულად შევსებულ დეკლარაციებზე