FM97.5 / LIVE

ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ

მთავარიეკონომიკა 06.07.2015
ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე ასფალტის დაგება ისე დაიწყეს, რომ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება არ დაწყებულა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გზას ერთ ფენად დააგებენ და შემდეგ კანალიზაცია მოეწყობა.

ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ივანე ახალციხელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მერის მოადგილის ზაზა გელაძის განმარტებით, ამ დასახლებაში პირველ ეტაპზე გზის საფარი დაახლოებით 850–900 მეტრამდე დაიგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ასტორია" ასრულებს და აღნიშნული პროექტისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 400 ათასი ლარია გამოყოფილი. წელს ამ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაც იგეგმება, თუმცა აღნიშნული სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის.

"ეს პირველი ფენა თავიდან ბოლომდე დაიგება, მაგრამ მეორე ფენას არ დავიწყებთ, რადგან საკანალიზაციო სისტემა უნდა მოწესრიგდეს, გაკეთდეს არხები. ჩვენ უკვე გვაცნობეს, რომ ამ პრობლემას მოაგვარებენ და მეორე ეტაპი დაიწყება უკვე, როცა კანალიზაცია გაკეთდება", – ამბობს ზაზა გელაძე.

მისივე თქმით, თუ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების დროს აუცილებელი გახდება, რომ უკვე დაგებული ასფალტი გადაითხაროს, კომპანია ვალდებული იქნება ასფალტი პირვანდელი სახით აღადგინოს.

ამ ეტაპზე დასახლებაში მხოლოდ სოფლამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზაზა გელაძის თქმით, დანარჩენ ჩიხებში გზის რეაბილიტაცია სამომავლოდ იგეგმება.

"აუცილებლად გაკეთდება სამომავლოდ, მთლიანი პროექტისთვის თანხა 850 ათასი იყო საჭირო, ამ ეტაპზე მხოლოდ 400 ათასის სამუშაოები სრულდება. ის დანარჩენი 2016 წელს გაკეთდება, როცა მოწესრიგდება შიდა და გარე კანალიზაცია", – ამბობს ზაზა გელაძე.

კონკრეტულად როდის დაიწყება ამ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ახალციხის მერიაში ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ზუსტად ერთი კვირის წინ აქცია მოაწყეს. მათ ახალციხის მერიასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართეს. ამავე სამსახურებს ისევ ამავე ქუჩაზე, ოღონ ჩიხებში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიაკითხა დღესაც. როგორც ახალციხის მერიასა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალში ადგილობრივებს განუმარტეს, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მალე დაიწყება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
აბის დასახლებაში წყლისა და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება
'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე
დღის კითხვა: რას ითხოვენ ივანე ახალციხელის ქუჩაზე [Video]
‘ვერ გაგვიგია სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში’ – ივანე ახალციხელის ქუჩიდან აქციებით იმუქრებიან
"ადინაცეტები" ყურადღების ცენტრში მოხვდა
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ