FM97.5 / LIVE

'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე

მთავარისაზოგადოება 29.06.2015
ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. დღეს მათ ადგილობრივი ხელისუფლებასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართეს, თუმცა, მერიამ წყალმომარაგების კომპანიაში გადაამისამართა, კომპანიამ კი ადგილობრივებს კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს.

'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე

ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის არ არსებობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს საკმაოდ ძველი დასახლებაა და აქ საკანალიზაციო სისტემა არასოდეს ყოფილა.

„კანალიზაცია თუ არ გაგვიკეთეს, გზის დაგებას აზრი არ აქვს. აბანოების წყალი გამოდის სახლებიდან და ქუჩაზე მოედინება. აქ საერთოდ არ არსებობს კანალიზაცია. ამბობენ, რომ კეთდება გზა და სანიაღვრე არხები, იმ სანიაღვრეში გამოვუშვათ კანალიზაცია?“ – ამბობს ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები თამარ აბესაძე.

საცხოვრებელი სახლებიდან გამომდინარე ფეკალური მასა ქუჩაზე მოედინება და მოსახლეობას ამ ქუჩაზე ფეხით გადაადგილება ყოველდღიურად უწევთ.

„აქ იყო გაუსაძლისი მდგომარეობა, ამ არხს რომ აყვები, მთლიანად ფეკალური მასა მოდის, სახლის ვერცერთი ფანჯარა და ვერცერთი კარი ვერ გაგვიღია, საშინელი სუნი დგას, ყარს აქაურობა. როგორ შეიძლება გზა დააგონ და კანალიზაციის სუნში ვიცხოვროთ, ხვალ რომ ინფექციამ იფეთქოს, ჩვენ დაავვადდებით, მერე რა უნდა ვქნათ?“, – ამბობს ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები ხათუნა ფოცხვერაშვილი.

„სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც. წყალი რომ გადაივლო, სად უნდა გადააქციო? როცა არჩევნები მოდის, მხოლოდ მაშინ ვახსოვართ, ხალხი მარტო მაშინ ვართ“, – ამბობს ადგილობრივი ალვერდი მანჩხაშვილი.

აგილობრივები ამბობენ, რომ ამ პრობლემით შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს. თუმცა, ქალაქის მერიიდან წყალმომარაგების კომპანიაში ამისამართებენ, კომპანიიდან კი პირიქით ქალაქის მერიაში.

„წელს ძალიან ბევრჯერ ვიყავით, ბოლოს გვითხრეს, რომ კანალიზაციაც კეთდებოდა. ახლა გავიგეთ, რომ კანალიზაცია არ იქნებაო“, – ამბობს თამარ აბესაძე.

აღნიშნული პრობლემით ადგილობრივებმა ქალაქის მერიასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დღეს, 29 ივნისსაც მიმართეს.
როგორც ქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ ადგილობრივებმა „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მერიას არ ეხება და მოსახლეობა ისევ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ გადაამისამართეს. აქ კი განუმარტეს, რომ ნახაზი უკვე არსებობს და თბილისში გადაგზავნილია, თუმცა, დაფინანსდება თუ არა აღანიშნული პროექტი და როდის მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა ივანე ახალციხელის ქუჩაზე ადგილობრივებმა პასუხი ვერ მიიღეს.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ივანე ახალციხელის ქუჩა ერთ–ერთია იმ ქუჩებს შორის, სადაც წელს გზა დაიგება და სანიაღვრე არხები გაკეთდება. აღნიშნულისთვის 300 .00 ლარზე მეტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის გამოყოფილი.

„მოსახლეობა შეცდომაში იყო შეყვანილი, მათ აქვთ კანალიზაციის პრობლემა და ჩემთან მოვიდნენ. მე ვასწავლე გზა, ვისთან უნდა მივიდნენ, აგრეთვე ვუთხარი, რომ ჩემი ძალისხმევით მოამზადეს პროექტი და ახლა კეთილი ინებოს იმ ორგანიზაციამ, ვისაც ეხება ეს და მოძებნოს თანხა“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ იმას რაც მის კომპეტენციაში შედის, აუცილებლად გააკეთებს: მე მეხება გზის დაგება და სანიაღვრე არხების გაკეთება, ტენდერი უკვე დამთავრდა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. ამ გზას შპს „ასტორია“ გააკეთებს“.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ კი განმარტავენ, რომ ახალციხეში უახლოეს მომავალში საკანალიზაციო სისტემა ორ უბანში მოწესრიგდება. მათ შორისაა ივანე ახალციხელის ქუჩა და ეგრეთ წოდებული აბის დასახლება.

როგორც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა, კონკრეტულად ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად 473 ათასი ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ
დღის კითხვა: რას ითხოვენ ივანე ახალციხელის ქუჩაზე [Video]
აბის დასახლებაში წყლისა და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება
‘ვერ გაგვიგია სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში’ – ივანე ახალციხელის ქუჩიდან აქციებით იმუქრებიან
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ