FM97.5 / LIVE

GDI: მოუწოდებთ სახელმწიფოს შეწყვიტოს დისკრიმინაციული პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.10.2016
სოფელ მოხეში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, შეწყვიტოს დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკა საქართველოს მუსლიმი თემის მიმართ.

GDI: მოუწოდებთ სახელმწიფოს შეწყვიტოს დისკრიმინაციული პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფოს უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, შესაძლოა, დაპირისპირებების ახალი კერები გააჩინოს დომინანტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებსა და რელიგიურ უმცირესობებს შორის.

განცხადების მიხედვით, 2016 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლები სოფელ მოხეში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მუსლიმი თემის წევრებს, რომლებიც მათივე განცხადებით, ყოფილი მეჩეთის შენობის წარმომავლობის დროულ დადგენას ითხოვენ.

როგორც განცხადებშ ვკითხულობთ, სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი 2014 წელს მოხდა, რაც უკავშირდებოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ყოფილი მეჩეთის შენობის, რომლის გადაცემასაც მუსლიმი თემი წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდა, კულტურის ცენტრად გადაკეთების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სადავო შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, 2014 წლის ინციდენტის შემდგომ შენობის წარმომავლობის საკითხის დადგენა ცენტრალური ხელისუფლების ორგანომ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ითავა და მუდმივმოქმედი კომისიის შექმნით შემოიფარგლა, რომელსაც დღემდე არანაირი დასკვნა არ წარმოუდგენია. მუსლიმი თემის წარმომადგენლები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ სპეციალური კომისიის და ზოგადად სააგენტოს საქმიანობა, პრობლემის არა გადაწყვეტისკენ, არამედ დროში გაჭიანურებისკენაა მიმართული.

ორგანიზაიციაში განმარტავენ, რომ მოხეში ვიზიტს წინ უძღვოდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ადიგენში, სოფელ მოხეში, სამართალდამცავებმა სოფლის ცენტრში მდებარე სადავო შენობის კარი აჭედეს, სადაც ადგილობრივი მუსლიმები ოთხი დღის განმავლობაში ლოცულობდნენ. მუსლიმ მოქალაქეთა განცხადებით, კარის აჭედვის შემდეგ უკვე მეორე კვირაა, ღია ცის ქვეშ, სადავო შენობის მახლობლად ლოცულობენ, რაც შენობის ბედის საბოლოო გადაწყვეტამდე გაგრძელდება.

"ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2013 წლის 23 ოქტომბრის განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური უმცირესობების მიმართ არაეფექტურად და რეპრესიულად შეაფასეს და მოუწოდეს ხელისუფლებას, „შეაჩეროს მუსლიმი თემისრელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.“ განცხადებაში ასევე ხაზგასმული იყო, რომ 2012 წლის შემდგომ მუსლიმითემის მიმართ სისტემატურად ხორციელდება დევნა და ძალადობა (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე).არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებით, „რელიგიურ ძალადობის ყველა ამ ფაქტს კომუნალური ხასიათი ჰქონდა და ისადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე შეუწყნარებლობით იყო განპირობებული. ხელისუფლებამ სათანადოდარ უპასუხა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს, არ უზრუნველყო კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენცია დაეფექტური გამოძიების ჩატარება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ღია ლოიალობას ავლენს უმრავლესობის მიმართ დაპრობლემის გადაფარვას მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების ხარჯზე ცდილობს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, 2014 წლის 2 დეკემბერს არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს რელიგიურიშეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით პეტიციით მიმართა. ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვდნენმთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას და საკანონმდებლო ორგანოსაგან რელიგიის თავისუფლებისშეზღუდვის ფაქტებზე (მათ შორის, ქობულეთის, მოხეს, თერჯოლის შემთხვევებზე) დროულ რეაგირებას, ასევე, რელიგიურისიძულვილით მოტივირებულ სამართალდარღვევებზე მთავრობის არაეფექტური პოლიტიკის გადასინჯვას: "სამწუხაროდ, არცერთ მსგავს მიმართვაზე სამოქალაქო საზოგადოებას და რელიგიურ უმცირესობებს ხელისუფლებისგან ადეკვატური პასუხი არ მიუიღიათ, ხოლო რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელება და მხარდაჭერა ხელისუფლებისაგან კვლავ გრძელდება".

"სახელმწიფო (როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლება), ერთი მხრივ, სისტემატურად მატერიალურად ახალისებს დომინანტ რელიგიურ ჯგუფს, რაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის თანხისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემაში გამოიხატება, ხოლო მეორე მხრივ, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თანასწორობის უზრუნველყოფის სამართლიან მოთხოვნაზე უარით ან საკითხის გადასაწყვეტად პროცედურების მომიზეზებით დროში უსასრულოდ გაჭიანურებით პასუხობს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.


ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ის, რომ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დადგენა და მუსლიმებისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება (ან უარი) აშკარა დისკრიმინაციული მიდგომის შედეგია, თვალნათლივ ჩანს იმ გარემოებითაც, რომ სადავო შენობიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით სახელმწიფომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, 2009 წელს, უფასო უზუფრუქტის უფლებით, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ძველი პანსიონატის შენობა (საკადასტრო კოდი N61.01.21.001), ხოლო 2014 წელს იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 61.01.21.050), რომელზეც დღესდღეობით მართლმადიდებელი ეკლესიის შენობაა განთავსებული, 1 ლარად მიყიდა.

"მიგვაჩნია, რომ რეგიონში სახელმწიფოს მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოხატულებაა იმ პირთა წახალისება და დაწინაურებაც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მუსლიმთა მიმართ აგრესიაში. მაგალითად, სოფელ ჭელაში სახელმწიფოს მიერ მინარეთის მოჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს მუსლიმთა წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი კოპაძე ამჟამად სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია, ხოლო სამართალდამცავი გელა კოხოძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჭელასა და მოხეს მოვლენების დროს მუსლიმების მიმართ განსაკუთრებული უპატივცემულობით გამოირჩეოდა, 2015 წელს პოლიციის მოხეს განყოფილების უფროსად დანიშნეს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
TDI: 'მუსლიმთა უფლებების შელახვამ სისტემური ხასიათი მიიღო'
ომბუდსმენი: „სწრაფად გადაწყვიტეთ მოხეში სადავო შენობის კუთვნილების საკითხი“
სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
აშშ–ს ანგარიშში რელიგიის თავისუფლებაზე ‘მოხეს კომისიის“ საქმიანობა მოხვდა
"გირჩი" მოხეს სადავო შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვს