FM97.5 / LIVE

„ახალციხის ციხემდე“ მისასვლელი გზა ამორტიზებულია

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 05.07.2015
მწყობრიდან გამოსული სანიაღვრე არხები და წყალამრიდები; გზა, რომელიც ტურისტებს „ახალციხის ციხესთან" აკავშირებს ამორტიზებულია.

„ახალციხის ციხემდე“  მისასვლელი გზა ამორტიზებულია
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტას გავლით „ახალციხის ციხემდე“ მისასვლელი გზის მდგომარეობა, განსაკუთრებით, მიმდინარე წლის 19 ივნისის წვიმის შემდეგ გაუარესდა. გზის ეს მონაკვეთი ბოლოს, ციხის რეაბილიტაციის დროს, 2012 წელს მოიხრეშა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები აღარ ჩატარებია.

„ორ კვირაზე მეტია რაც წყალი მოვარდა და გზა გააფუჭა, აქ ტურისტები დადიან და ავტობუსით სიარული უჭირთ“, – ამბობს ივლიტაში მცხოვრები ჯუმბერ აღლემაშვილი.

ივლიტის გზა, 2 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ქალაქის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილი ამბობს, რომ ამ გზის მოხრეშვას 10 მანქანა ხრეში ეყოფა: „ყველა ტურისტი ამ გზით დადის, ეს გზა სპეციალურად ტურისტებისთვის გაკეთდა, მაგრამ მესამე წელია მისთვის არავის მიუხედავს და ასე იმიტომ გაფუჭდა“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის თქმით, სოფელ ივლიტასთან დამაკავშირებელი გზა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კეთდება და პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ამ პროექტის შესრულებას არ წვდება, ამიტომ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაემატება და გზის გარდა სოფელში ამ თანხით ხიდის გაფართოებაც იგეგმება. ასევე, გაკეთდება ბეტონის ჯებირები და გაიწმინდება სანიაღვრე არხები“, – აცხადებს მელიქიძე.

მისი თქმით, სოფელში სამშენებლო სამუშაობი ივლისის ბოლოს დაიწყება.

„ახალციხის ციხემდე“  მისასვლელი გზა ამორტიზებულია

„ახალციხის ციხემდე“  მისასვლელი გზა ამორტიზებულია

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში, ოქროს ციხემდე მისასვლელი გზის ნაწილი მოეწყობა
ადიგენის სოფლებში განსახორციელებელი 17 პროექტი შეიცვალა
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში
ახალციხის გამგეობაში მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იმსჯელეს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში საპროექტო სამუშაოები დაიწყო
ახალციხის მერია დაპირებული გზის მოხრეშვაზე: ‘არ ვიცით წელს გაკეთდება თუ არა’