FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია დაპირებული გზის მოხრეშვაზე: ‘არ ვიცით წელს გაკეთდება თუ არა’

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.09.2018
ახალციხეში, სოფელ ელიაწმინდაში, ერთ–ერთ სასაფლაომდე მისასვლელი გზა, რომლის მოხრეშვასაც მერი ადგილობრივებს დაპირდა, ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ახალციხის მერია დაპირებული გზის მოხრეშვაზე: ‘არ ვიცით წელს გაკეთდება თუ არა’

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებდა, რომ ელიაწმინდაში სასაფლაომდე მისასვლელი გზა იმ პროექტის ფარგლებში მოიხრეშებოდა, რომლითაც ჭვინთა–ელიაწმინდის შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, თუმცა მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები ისე დაამთავრა და სოფლებიც დატოვა, რომ გზა მოუხრეშავი დარჩა.

ახლა კი ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ სოფლების შიდა ქუჩების მოხრეშვის პროექტში სასაფლაომდე მისასვლელი გზა ჩასმული არ იყო, მაგრამ ეს მონაკვეთი აუცილებლად გაკეთდება: „ან ტენდერს გამოვაცხადებთ, ან გზების მოვლაპატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია მოხრეშავს. ჯერ გადაწყვეტილი არაა ვინ გააკეთებს და არც ის ვიცით წელს მოიხრეშება თუ მომავალ წელს“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ელიაწმინდაში, გზის 300–მეტრიანი ავარიული მონაკვეთი, სოფლის ნაწილს სასაფლაოებთან, ხუთ კომლს კი საცხოვრებელ სახლებთან აკავშირებს. ადგილობრივები ახალციხის მერიას გზის მოხრეშვას ერთი თვის წინ სთხოვდნენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ელიაწმინდაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვას ითხოვენ [Video]
ჭვინთა-ელიაწმინდის ახლადმოასფალტებული გზა უკვე დაზიანდა
‘მისაყვედურეს ჟურნალისტები სოფელში შენ ამოიყვანეო’ – რატომ გაუგზავნეს მერს სამადლობელო  წერილი ელიაწმინდელებმა
სადავო გზის მონაკვეთი ჭვინთაში – რას ითხოვენ ადგილობრივები
ასპინძაში სასაფლაომდე მისასვლელი გზა ეწყობა
ახალციხე რეგფონდიდან 5 მლნ ლარს მიიღებს – რა გაკეთდება ამ ფულით
წელს აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის ნაწილი მოასფალტდება