FM97.5 / LIVE

წვიმის იმედად დარჩენილი კლდის მოსახლეობა

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 02.07.2015
გასაწმენდი სარწყავი არხები, ქვიშითა და სილით სავსე წყლის მილები და განადგურების პირას მისული ნარგავები. კლდის მოსახლეობას უწყლობის გამო ნათესები უხმება.

წვიმის იმედად დარჩენილი კლდის მოსახლეობა

8 წლის წინ გაყვანილი სარწყავი არხები, სოფელ კლდის მიმდებარე, ეგრეთ წოდებულ ჭალების ტერიტორიაზე ამორტიზებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლა, როცა ძალიან დაცხა და რწყვის სეზონიც დაიწყო, იძულებული არიან საქაჩი შეიძინონ და ნათესების მოსარწყავად წყალი მტკვრიდან ამოქაჩონ .

„არხები გაფუჭებულია, არავინ არ ფიქრობს ამაზე. არავის გაუწმენდია ჩასილული მილები. წვიმის იმედად ვართ. ვისაც საშუალება ჰქონდა, წყლის საქაჩები იყიდა და ისე რწყავენ ნათესებს“, – ამბობს ალექსანდრე მელქონიანი.

კლდეში მცხოვრებლებს დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.

„8 წლის წინ, გაკეთდა სარწყავი არხები, თუმცა დღეს სათავე ნაგეგობა მთლიანად შესაცვლელია, მილებიც გასაწმენდია“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის თებერვალში საკრებულოს მიმართა, თუმცა უშედეგოდ: „თუ დროულად არ მოგვარდება ეს პრობლემა, მოსახლეობას ნათესები გაუნადგურდება“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე ამბობს, რომ საკუთარ ნაკვეთზე გასულ წელს არხების გასაწმენდად 300 ლარი დახარჯა.

„სოფლის ექსკავატორი არხებს ვერ გაწმენდს, სხვა უნდა ვიქირავოთ. ამ ეტაპზე იმის საშიშროება, რომ გაწმენდის შემდეგ არხებში წყალმა ვერ შეძლოს გავლა, არ არსებობს. ეს პრობლემა მოგვარდება“, – ირწმუნება გელა ნოზაძე.

წვიმის იმედად დარჩენილი კლდის მოსახლეობა

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძელებს მორწყვის იმედები გაუცრუვდათ
ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება
ათდღიანი უწყლობის შემდეგ, სოფელ კლდეში პრობლემა მოგვარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე გახდა
წვიმაზე დამოკიდებული მოსავლიანობა
„ახალციხის ციხემდე“  მისასვლელი გზა ამორტიზებულია
ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება