FM97.5 / LIVE

ათდღიანი უწყლობის შემდეგ, სოფელ კლდეში პრობლემა მოგვარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2020
ახალციხის სოფელ კლდეში, სადაც მოსახლეობა უწყლობაზე ჩიოდა და ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებოდა, წყლის მიწოდება აღდგა. სოფელში ადგილობრივების ნაწილი უწყლოდ ათი დღე იყო.

ათდღიანი უწყლობის შემდეგ, სოფელ კლდეში პრობლემა მოგვარდა

სოფელ კლდის ერთ-ერთი უბნის პრობლემაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 16 ივნისს დაწერა. უწყლოდ დარჩენილი ადგილობრივები ამბობდნენ, რომ პრობლემას მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ე.წ. ჭა ქმნის, სადაც ორი გამანაწილებელია, ერთი მათგანის მოშვების შემთხვევაში წყალი სოფლის ერთ უბანში მიდის, მეორეს მოშვების შემთხვევაში კი, მეორე უბანში. იმის გამო, რომ ვიღაც თვითნებურად უშვებდა და კეტავდა გამანაწილებელს, სოფლის ერთ უბანში წყალი ათი დღის განმავლობაში არ მოდიოდა.

მასალის გაშუქებიდან მეორე დღეს პრობლემა მოგვარდა: „დღეს გამოვიდა წყალი, იმდენი მოდის, აქ ამდენი წყალი არასდროს მინახავს. მილები ყოფილა დახეთქილი და ონკანები გამოცვალეს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

წყლის გარეშე იყო დარჩენილი თავად ახალციხის მუნციიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც. გელა ნოზაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში პირველივე დღიდან ჩართული იყო. დღეს საკითხი საბოლოოდ გადაიჭრა:

„აღვადგინეთ ყველაფერი გაფუჭებული რაც იყო, პრინციპში, გაფუჭებული კი არაფერი იყო, მაგრამ თავზე ვადექით მთელი დღე, რომ ვიღაცა არ ჩამძვრალიყო და არაფერი გაეკეთებინა. დაზიანებული ერთი ვინტილი იყო, რომელიც გამზადებული მქონდა. პრობლემა აღმოფხვრილია, დღეგამოშვებით ექნება ყველას წყალი, ენ-რაოდენობით. აღარ იქნება პრობლემა, იმიტომ, რომ იმორიგევებს მოსახლეობა თვითონ და მიაქცევენ ყურადღებას“, - აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ გელა ნოზაძე.

როგორც მედიასთან მერის წარმომადგენელმა კლდის ტერიტორიულ ერთეულში, დავით პაპუაშვილმა განაცხადა, კლდეში სასმელ წყლის სათავე-ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც პროექტი უკვე გამზადებულია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ცენტრალურ გზას გადავკეტავთ’ - კლდეში მცხოვრებლები უწყლობას აპროტესტებენ
წვიმის იმედად დარჩენილი კლდის მოსახლეობა
სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
სოფელ კლდეში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]
‘წყალი დილა–საღამოს 15 წუთიც კი აღარ მოდის’ – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან
ასპინძელებს მორწყვის იმედები გაუცრუვდათ