FM97.5 / LIVE

საარჩევნო უბნები ადიგენში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 03.10.2012
ადიგენის მუნიციპალიტეტში 18 საარჩევნო უბანია გახსნილი. რა მდგომარეობაშია საარჩევნო უბნები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რომელ პარტიას წარმოადგენენ საუბნო კომისიის მდივნები

საარჩევნო უბნები ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტში 18 საარჩევნო უბანი ფუნქიციონირებს. #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საარჩევნო უბნები არჩევნების დღისთვის მომზადებულია. ხუთ უბანზე (#01 დაბა ადიგენი, #02 დაბა აბასთუმანი, #06 გორგულის, #12 და #16 უდის საარჩევნო უბნები) ფაქსის აპარატებიც დაიდგა, ყველა უბანშია ქსეროქსის აპარატებიც.

”ინსტრუქციები მიცემული აქვთ. ტესტირება 24 სექტემბერს ჩატარდა, რაც გულისხმობდა საარჩევნო უბნებიდან 12:00, 15:00 და 18:00 საათზე მონაცემების გადაცემას, ასევე მოხდა კენჭისყრის იმიტაციაც”, - განმარტავენ #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

დაბა ადიგენში მხოლოდ ერთი #01 საარჩევნო უბანია, სადაც 817 ამომრჩეველია რეგისტრირებული. უბანზე მისულებს კომისიის თითქმის ყველა წევრი ადგილზე დაგვხვდა. ოთახი, სადაც საარჩევნო კაბინა უნდა დაიდგას, ამ დროისთვის ცარიელია. ოთახში მხოლოდ ფაქსის აპარატი დგას.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ზედგინიძის თქმით, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე უკვე ყველა საჭირო ინვენტარი მიღებული აქვთ.

”ყველაფერი წესრიგშია, ფაქტობრივად, მზად ვართ ამომრჩევლის მისაღებად. წინასწარ გავიარეთ ტრენინგები, რამოდენიმე ეტაპად, მოხდა არჩევნების დღის ინსცენირება ანუ იმიტაცია, როგორ შეიძლება წარიმართოს არჩევნების პროცესი და პრინციპში, ყველა მზად ვართ, - ამბობს ზურაბ ზედგინიძე და ამატებს, რომ სპეციალური დამხმარე მასალა ამომრჩევლისთვისაც იქნება კედლებზე გამოკრული: ასევე, კაბინებში იქნება მითითებული ბიულეტენის შევსების წესი, რომ რაიმე შეცდომა არ მოხდეს და ბიულეტენი ბათილად არ იქნეს ცნობილი”.

ისევე როგორც, სხვა საარჩევნო უბნებზე, მდივანი აქაც ”ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობიდანაა” წარმოდგენილი.

”ხშირად ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში და ყოველთვის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ. წინა არჩევნებზე კომისიის წევრი ალასანიას პარტიიდან ვიყავი, ”გაერთიანებული ოპოზიცია” ერქვა. კარგად ვიცნობ ჩვენი პარტიის პროგრამას და მჯერა, რომ დაპირებიდან 80 პროცენტი მაინც რომ შესრულდეს, ყველაფერი კარგად იქნება”, - ამბობს #01 საუბნო საარჩევნო უბანის მდივანი ელზა ენდელაძე.

ამ უბანზე ამომრჩეველთა სიები შენობის დერეფანშია გამოკრული. კომისიის წევრები ამბობენ, რომ მოსახლეობა საარჩევნო სიაში თავის გადასამოწმებლად ხშირად აკითხავს.

”მოხდა ჩასწორებაც, ერთი შემთხვევა იყო. ასევე, დღეს შემოვიდა განცხადებები გადასატან ყუთთან დაკავშირებით”, - ამბობს ენდელაძე.

მანანა რეხვიაშვილი, ელზა ენდელაძის მსგავსად, წინა არჩევნებზე სხვა ოპოზიცურ პარტიას წარმოადგენდა. ახლა კი უბანზე ”მრეწველებს” წარმოადგენს. მისი თქმით, წინასაარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს: ”მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი ისე იყოს, რომ ნორმალურად ჩატარდეს არჩევნები და დაცული იყოს ყველაფერი”.

დაბა ადიგენში კოორდინატორი ჰყავს ”ლეიბორისტულ პარტიასაც”, რომელიც #01 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია.

”წარმომადგენელი გვყავს საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. ჩვენი პარტიის პროგრამა უმაღლესია, მაგრამ ერთი ეგ არის, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რას გააკეთებენ”, - ამბობს ”ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი გიორგი ბაღდოშვილი.

”ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდანაა” წარმოდგენილი მდივანი #06 საარჩევნო უბანზეც, სადაც ჩვენი იქ ყოფნის დროს განათებებისა და ფაქსის აპარატის დამონტაჟება მიმდინარეობდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, უბანზე წინასაარჩევო სამზადისია.

”კვირას გადმოვიტანთ ყუთსაც, სიებსაც, ბიულეტენებსაც და შევხვდებით არჩევნებს ნორმალურად”, - ამბობს #06 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ავთანდილ კოჩალიძე.

#06 საუბნო საარჩევნო კომიის წევრი დარეჯან მერაბიშვილი, რომელიც ამჯერად პარტია ”ევროპელ დემოკრატებს” წარმოადგენს, ამბობს, რომ წინა არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიაში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” იყო. უბნის თავმჯდომარის შესწორების შემდეგ კი გვეუბნება, რომ საუბნო კომისიებში ყოველთვის საოლქო საარჩევნო კომისიიდან იყო: ”ვემზადებით არჩევნებისთვის. ყოველთვის ვღებულობდი მონაწილეობას არჩევნებში, როგორც კომისიის წევრი”.

გადასატან ყუთთან დაკავშირებით განცხადება ამ უბანზეც შევიდა.

”მოდიან მოქალაქეები სიაში თავის გადასამოწმებლად, ჩვენც ვაცნობთ ყველაფერს. გადასატან ყუთთან დაკავშირებითც მოგვაკითხეს”, - ამბობს კომისიის წევრი ხათუნა ოქროჭელიძე.

კოალიცია ”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბში რამდენიმე კვირის წინ ადიგენის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნების მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გაიმართა. შტაბის უფროსმა, დავით ბაციკაძემ განაცხადა, რომ 18 საარჩევნო უბნიდან 12 ძველ და დაზიანებულ შენობაშია განთავსებული.

“ჩავატარეთ მონიტორინგი და თვრამეტი საარჩევნო უბნიდან უმეტესობა კატასტროფულ მდგომარეობაშია, რაც შეიძლება, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. ასევე კარგი საშუალებაა არჩევნების გაყალბებისთვის და საარჩევნო პროცესების ხელის შეშლისთვის“, - განაცხადა ბაციკაძემ.

მისივე თქმით, ზოგ უბანზე ფართია პატარა: „ამ სოფლებში არსებობს ალტერნატიული ფართი სკოლის სახით, სადაც შეიძლება საარჩევნო უბანი განთავსდეს და საარჩევნო პროცესი ნორმალურად ჩატარდეს“.

ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში ბაციკაძის განცხადებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საარჩევნო უბნები ნორმალურ შენობებშია განთავსებული და ალტერნატიული ფართები არ არსებობს: ”რომ არსებობდეს, როგორ ფიქრობთ არ გადავიტანდით?!”.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბში ბრიფინგი გაიმართა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა
N1ადიგენის საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს "ოცნების" და "ნაციონალების" წევრები გაყვებიან
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს