FM97.5 / LIVE
პრობლემა თითქმის გადაიჭრა, „საქნახშირს“ სადავო ტერიტორიაზე ლიცენზია გაუუქმეს, რაც ადგილობრივებს კომპენსაციის მიღების საშუალებას მისცემს, თუმცა, საკუთრების დავაზე საქმე სასამართლოში ამ დრომდე რჩება;">

არალში ადგილობრივებს სადავო მიწას დაუსაკუთრებენ

მთავარიეკონომიკა 01.07.2015
არალში მაცხოვრებლების მიწის საკუთრების პრობლემა თითქმის გადაიჭრა, „საქნახშირს“ სადავო ტერიტორიაზე ლიცენზია გაუუქმეს, რაც ადგილობრივებს კომპენსაციის მიღების საშუალებას მისცემს, თუმცა, საკუთრების დავაზე საქმე სასამართლოში ამ დრომდე რჩება;

არალში ადგილობრივებს სადავო მიწას დაუსაკუთრებენ

არალში ე.წ. ორჭოშანის სადავო ტერიტორიაზე „საქნახშირს“ საკუთარი განცხადების საფუძველზე ლიცენზია გაუუქმეს.

„ლიცენზია ჩვენი მიმართვის საფუძველზე გაუქმდა, რადგან იმ ტერიტორიაზე, სადაც ნახშირი უნდა მოგვეპოვებინა, მილსადენმა გაიარა და ფაქტობრივად, მუშაობა შეუძლებელია“, – ამბობს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის ტექნიკური მრჩეველი ზაზა გორდეზიანი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ „საქნახშირი“ ლიცენზიის დათმობას არ აპირებდა, გორდეზიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სამი თვის წინ აცხადებდა, რომ ამ ლიცენზიაში კომპანიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა გადახდილი, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კი პროექტების მოსამზადებლად 300 ათასი დოლარი: „ამიტომ გადაწყვეტილება სწორედ ჩვენსა და ბიპის შორისაა მისაღები, ვიდრე ჩვენსა და მთავრობას შორის“.

კითხვაზე, დათმო თუ არა ლიცენზია „საქნახშირმა“ „ბიპიდან“ მიღებული კომპენსაციის სანაცვლოდ, გორდეზიანი გვპასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის: „მე ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებ მხოლოდ“.

რატომ დათმეს ლიცენზია და მიიღეს თუ არა სანაცვლოდ „ბიპისგან“ კომპენსაცია, ამაზე არც „საქნახშირის“ ახალდანიშნული დირექტორი ვახტანგ ჩხეიძე საუბრობს. „სამხრეთის კარიბჭემ“ ამის გადამოწმება „ბიპისთან“ სცადა, თუმცა, ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელის თამილა ჩანტლაძის მობილური ტელეფონი მეორე დღეა მიუწვდომელია.

ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი არალში მაცხოვრებლები სადავო ტერიტორიის საკუთრებაში გაფორმებას, შემდეგ კი „ბიპისგან“ კომპენსაციის მიღებას ელოდებიან.

„მეორე კვირაა ეკონომიკის სამინისტროს თანხმობას ველოდებით, „ბიპის“ წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ახლა ყველაფერი მოგვარდება. ეკონომიკის სამინისტროში კი დაგვიანების მიზეზად თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურება დაგვისახელეს“, – ამბობს არალში მცხოვრები ლავრენტი ჩილინგარაშვილი.

ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სამინისტრო ადგილობრივებისთვის სადავო მიწების გაფორმების შესახებ მას შემდეგ იმსჯელებს, რაც არლელები უწყებას წერილობით მიმართავენ. თუმცა ამ დრომდე არლიდან ეკონომიკის სამინისტროში წერილი არ შესულა.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ადგილობრივების სასარგებლოდ წყდება, ამ დრომდე საქმე, რომელიც არალში საკუთრების საკითხს ეხება, სასამართლოში რჩება.

„ჯერ განხილვა არ დაწყებულა რადგან ბაჟი არაა გადახდილი, – ამბობს არალში მაცხოვრებლების ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი და ამატებს, – „თუ სადავო ტერიტორიაზე ლიცენზია გაუქმდა, აქ ავტომატურად უნდა დაიწყოს საჯარო რეესტრმა მესაკუთრეებად მათი დარეგისტრირება და მოგვწერონ ჩვენ, რომ დავის საფუძველი არ არსებობა“.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?
არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს
კვირის აქცენტი: მიწის საკუთრების პრობლემა არალში [Video]
BP: სახელმწიფომ არალში მიწების საკითხი ორ კვირაში უნდა დაარეგულიროს
არლელები მიწის დაკანონებას სასამართლოს გზით ეცდებიან
‘ამ ქვეყანაში მასხრად გვიგდებენ!’– არლელები მიწის საკუთრების პრობლემაზე