FM97.5 / LIVE
არალში მიწების საკუთრების საკითხი უნდა გადაწყდეს.">

BP: სახელმწიფომ არალში მიწების საკითხი ორ კვირაში უნდა დაარეგულიროს

მთავარიეკონომიკა 18.02.2015
სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს BP სამცხე–ჯავახეთში აპრილიდან იწყებს. ამიტომ მანამდე არალში მიწების საკუთრების საკითხი უნდა გადაწყდეს.

BP: სახელმწიფომ არალში მიწების საკითხი ორ კვირაში უნდა დაარეგულიროს
ამის შესახებ დღეს, 18 თებერვალს, ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში სამხრეთ– კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე, BP–ის საგარეო ურთიერთობების დირექტორმა გია ღვალაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში სადავო მიწების საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მთავრობასთან რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს.

„საქმის კურსშია ეკონომიკის სამინისტრო, კალაძე და მისი მოადგილეც. ჩვენ შევხვდით კორპორაციასაც (საქნახშირი), ეს პრობლემა გვარდება და ამას გარკვეული დრო სჭირდება“, – ამბობს ღვალაძე.

მისი თქმით, ეს საკითხი მთავრობამ უნდა დაარეგულიროს: „ეს უნდა მოხდეს უახლოეს ერთ კვირაში და მაქსიმუმ ორ კვირაში, სამუშაოების განრიგი ისე გვაქვს გაწერილი, რომ სხვანაირად შეუძლებელია“.

ღვალაძის თქმით, მას შემდეგ რაც არალში მიწების საკითხი დარეგულირდება, მოსახლეობას საქმე უკვე BP–ისთან ექნება: „იმის შემდეგ რაც მოსახლეობას ყველანაირი პრობლემა მოეხსნება, ჩვენ კომპენსაციას გავცემთ მათზე, ისე როგორც ამას ვაკეთებთ ხოლმე და როგორცაა ეს წესით დადგენილი“.

კითხვაზე მისი პასუხი გულისხმობს თუ არა იმას, რომ მოლაპარაკებების პროცესი ადგილობრივებისთვის მიწის დაკანონებისკენ მიდის, გვპასუხობს:„აღიარებს სახელმწიფო, რომ ის არის კერძო. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავცემთ კომპენსაციას, თუ კერძო საკუთრება სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული“.

მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი ცოტა დროში გაიწელა: „ამ შემთხვევაში ხელს მთავრობისკენ გავიშვერ. მთავრობა აღიარებს იმას რომ ეს მისი მისახედია“.

მომხდარში მთავრობის დანაშაულს ვერ ხედავს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, იგი აცხადებს, რომ მხარეებს მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვის ხელს შეუწყობს.

რას გეგმავს მთავრობა სადავო მიწების საკითხთან დაკავშირებით ჯერ უცნობია. გარემოსდაცვის სამინისტროსგან, (რომელიც ლიცენზიანტთანაა პასუხისმგებელი), კითხვებზე პასუხს „სამხრეთის კარიბჭე“ კვირაზე მეტია ელოდება. ასევე ველოდებით პასუხს ეკონომიკის სამინისტროდანაც. ამასობაში კი არლელები სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადებიან.

შეგახსენებთ, არალში მოსახლეობა სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტიდან კომპენსაციას ვერ იღებს, რადგან აღმოჩნდა, რომ მიწა რომლის ფაქტობრივი მფლობელებიც თავად არიან და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ეკონომიკის სამინისტროს ჰქონია. ამავე ფართობზე კი 2006 წელს სახელმწიფოს „საქნახშირისთვის“ 40–წლიანი ლიცენზია გაუცია.

BP: სახელმწიფომ არალში მიწების საკითხი ორ კვირაში უნდა დაარეგულიროს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?
არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს
არლელები მიწის დაკანონებას სასამართლოს გზით ეცდებიან
კვირის აქცენტი: მიწის საკუთრების პრობლემა არალში [Video]
‘ამ ქვეყანაში მასხრად გვიგდებენ!’– არლელები მიწის საკუთრების პრობლემაზე
არალში ადგილობრივებს სადავო მიწას დაუსაკუთრებენ