FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობა ღვარცოფებისგან დაზიანებული გზების შეკეთებას იწყებს

მთავარიეკონომიკა 25.06.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლებში სტიქიით დაზიანებული გზების რეაბილიტაციისთვის 50 ათასი ლარი გამოყო. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში თანხა კიდევ გამოიყოფა.

ახალციხის გამგეობა ღვარცოფებისგან დაზიანებული გზების შეკეთებას იწყებს
ღვარცოფის შედეგად დაზიანებული საუბნო გზა აწყურში. ფოტო გადაღებულია 12 ივნისს

რამდენჯერმე მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახალციხის მუნიციპალიტეტის არაერთი სოფელი დააზარალა, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სასოფლო – სამეურნეო სავარგულების კუთხით.

სტიქიამ განსაკუთრებით სოფელი აწყური დააზარალა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, აწყურში გზების ნაწილი უკვე გაწმენდილი და მოწესრიგებულია, თუმცა, როგორც აწყურში ისე სხვა სოფლებში, ჯერ კიდევ დარჩენილია მონაკვეთები, სადაც სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.

„აწყურში ოპერატიულად გაიწმინდა და შეკეთდა გზები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სტიქიამ თითქმის ყველა სოფლის გზა დააზიანა“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

ახალციხის გამგეობამ დაზიანებული გზების შესაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოყო. როგორც ზაზა მელიქიძე ამბობს, ეს არის სავარაუდო თანხა. გამგეობა მზად არის საჭიროების შემთხვევაში თანხა დამატებით გამოყოს.

„მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა თბილისში მომხდარი სტიქია.გადავწყვიტეთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები სამინისტროში აღარ გადავაგზავნოთ და დაზიანებული გზები ჩვენი ხარჯებით გავაკეთოთ. 50 ათასი ლარი, რომელიც უკვე გამოვყეთ დაიხარჯება მხოლოდ საწვავსა და სამშენებლო მასალაში. ჩვენ გვყავს საკუთარი ტექნიკა, რაშიც თანხა აღარ დაგვეხარჯება“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

მისივე თქმით, გამგეობა მოსახლოებას სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებულ ზარალს ვერ აუნაზღაურებს: „გარდა ინფრასტრუქტურისა, სოფლებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სოფლის მეურნეობის კუთხით, ძალიან გვინდა, რომ აქაც მოსახლოებას გვერდში დავუდგეთ, თუმცა საიმედოს ვერაფერს ვეტყვით“.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს სეტყვამ ახალციხის მუნიციპალიტეტის რვა სოფელი, აწყური, გიორგიწმინდა, ფერსა, მუგარეთი, კლდე, წნისი, გურკელი და წინუბანი დააზარალა. სტიქიის გამო აწყურში ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტა. ძლიერმა წვიმამ გზაზე ნაშალი მიწა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.

დაახლოებით ერთ კვირაში, 20 ივნისს აწყური მეორედ დაისეტყვა. სოფელს ზარალი ძირითადად სოფლის მეურნეობის კუთხით მიადგა. წვიმამ წინა სტიქიის შემდეგ მოხრეშილი გზებიც დააზიანა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ახალციხეში 8 სოფელი დაისეტყვა
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა
აწყური მეორედ დაისეტყვა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა