FM97.5 / LIVE

‘თვითონ თვითმფრინავით გადაფრინდნენ, ბავშვები ავტობუსით გაუშვეს’ - მერიის დაფინანსებულ გასტროლს აკრიტიკებენ

მთავარისაზოგადოება 18.06.2015
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე“ და ახალციხის მერიის დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკის ბურსის რეგიონში გასტროლებზე მიიწვიეს. ვიზიტი მერიამ დააფინანსა, ანსამბლი ავტობუსით გაამგზავრა, დელეგაცია კი თვითმფრინავით. მშობელთა და მოცეკვავეთა ნაწილი ჩივის, რომ ავტობუსი არაკომფორტული იყო.

‘თვითონ თვითმფრინავით გადაფრინდნენ, ბავშვები ავტობუსით გაუშვეს’ -  მერიის დაფინანსებულ გასტროლს აკრიტიკებენ
ავტობუსი, რომელიც ურაველის მიმართულებით დადის.

27 მაისიდან 2 ივნისამდე ანსამბლი „ახალციხე“ თურქეთის რესპუბლიკის ბურსის რეგიონში, ქალაქებში: ორჰანგაზში, გემილიკში, იზნიკსა და საქარიაში ქართული მუსიკისა და ფოლკლორული ცეკვის ღონისძიებებში მონაწილეობდა. ახალციხის მერიის დელეგაცია და ქორეოგრაფიული ანსამბლი "ახალციხე " თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა და ქალაქის მერებმა მიიწვიეს.

ანსამბლის ტრანსპორტირებისთვის მერიამ 4600 ლარი გამოყო. მერიიდან სამი თანამშრომელი თურქეთში თვითმფრინავით გაემგზავრა, მათ შორის, მერის პირველი მოადგილე ზაზა თამარაშვილი. ერთი კი იმ ავტობუსს გაჰყვა, რომლითაც ბავშვები მგზავრობდნენ. მერიის თანამშრომლების თურქეთში თვითმფრინავით გამგზავრებას მშობლის უკმაყოფილება მოჰყვა.

ერთ–ერთი მოცეკვავის მშობელი, ჯიმშერ გოგოლაური, რომელიც ამავე დროს ახალციხის საკრებულოში უმცირესობას წარმოადგენს, ამბობს, რომ ბავშვები შეუასაბამო ავტობუსით ამგზავრეს, ისეთით, რომლიც მოკლე მარშრუტზე დადის, მაგალითად: ახალციხე–ვალეს, ურაველისა და სხვადასხვა სოფლების მიმართულებით.

„ახალციხიდან – ბურსამდე 1450 კილომეტრზე მეტია. თვითონ თვითმფრინავით გადაფრინდნენ და ბავშვები ავტობუსით გაუშვეს. ეს ტრანსპორტი მხოლოდ და მხოლოდ შიდა ქსელებში სამგზავროდაა გათვალისწინებული და არა საერთაშორისო მიმოსვლისთვის“, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე რამდენჯერმე დააყენა, მაგრამ უშედეგოდ: „ყურადღება არავინ მომაქცია. მაინტერესებს, რითი არიან მერიის თანამშრომლები ამ ბავშვებზე უკეთესები, თვითონ, რომ კომფორტულად იფრინეს და ბავშვები მოუწესრიგებელი ავტობუსით გაუშვეს“.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში, ანსამბლ „ახალციხეს“ წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ ავტობუსი ნამდვილად მოუხერხებელი იყო და ამხელა გზაზე ასეთი პატარა ავტობუსით მგზავრობა რთული იყო.

ნაწილი კი ამბობს, რომ პრობლემა არ შექმნია: „ჩემთვის ნორმალური იყო, ვისაც პრობლემა ჰქონდა, ის გელაპარაკოს“.

მერის პირველი მოადგილე, ზაზა თამარაშვილი, რომელიც დელეგაციაში მონაწილეობდა, კრიტიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ რეგიონში საუკეთესო ავტობუსი შეარჩიეს: „ეს იყო საუკეთესო ტრანსპორტი, მასზე უკეთესი აქ არ არის. ავტობუსი 2013 წელსაა გამოშვებული, ჰქონდა კონდინციონირება, ტელევიზორი და ყველანაირი კომფორტი“.

კითხვაზე, თავად რატომ არჩიეს გადაფრენა, გვპასუხობს: „როცა მერიის დელეგაცია ჩადის ქვეყანაში, მნიშნელობა აქვს, რა გაცვია, რითი ჩადიხარ და ასე შემდეგ“.

მისივე თქმით, თავადაც ხშირად დადიოდა გასტროლებზე ავტობუსით და არანაირი პრობლემა არ ჰქონია: „მთელი ცხოვრება ბავშვებთან ერთად ავტობუსით დავდიოდი“.

მარიკა პარუნაშვილი მერიის ოთხ თანამშრომლიდან ერთ–ერთია, რომელიც მოცეკვავეებს ავტობუსით გაჰყვა და თვითმფრინავით არ უმგზავრია. მისი თქმით, ტრანსპორტი გამართული იყო. რაც შეეხება, კომფორტულობას: „ვიღაცისთვის კომფორტული იყო, ვიღაცისთვის არა. კომფორტულობის აღქმა ყველას ერთნაირი არ აქვს“.

პროტესტს ავტობუსის გამო არ იზიარებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლ "ახალციხის“ ხელმძღვანელი ქრისტინე მენაბდიშვილიც. მისი თქმით, გზაში პრობლემა არ შექმნიათ, ავტობუსი გამართულ მდგომარეობაში იყო.
კომპანია „ჯეოტივში“, საიდანაც ავტობუსი იქირავეს, აცხადებენ, რომ ტრანსპორტი ახალი და გამართული იყო .

„ამ სატრანსპორტო საშუალებას ხალხი ტაო–კლარჯეთში და სხვადასხვა ქვეყნებში დაყავს . თუ არ მოეწონათ, რატომ ჩასხდნენ და რატომ წავიდნენ? ბავშვებს თუ სწრაფი კვება უნდოდათ, ავტობუსში ეგ არ იქნებოდა“, – ამბობს „ჯეოტივის“ თანამშრომელი მამუკა მამუკაშვილი და ამატებს, რომ სანამ სატრანსპორტო საშუალებას წაიყვანდნენ, მერიის თანამშრომლებმა ავტობუსი მთლიანად შეამოწმეს.

‘თვითონ თვითმფრინავით გადაფრინდნენ, ბავშვები ავტობუსით გაუშვეს’ -  მერიის დაფინანსებულ გასტროლს აკრიტიკებენ
დელეგაცია თურქეთში. უკან ფონზე ჩანს ის ავტობუსიც, რომლითაც იმგზავრეს. "სამხრეთის კარიბჭემ" ავტობუსის გადაღება ვერ მოახერხა, ანსამბლის წევრებმა გვითხრეს, რომ ავტობუსთან ფოტო არ აქვთ. სატრანსპორტო კომპანიაში კი გვითხრეს, რომ ტრანსპორტი გასულია და ხვალ დილამდე კომპანიაში არ დაბრუნდება.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელები საქალაქო ტრანსპორტზე [Video]
მოსახლეობის პროტესტის შემდეგ უდეს მიმართულებით ახალი ავტობუსი ივლის
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში – კანდიდატების გეგმები
წაგებული არჩევნები თუ დირექტორის გადაწყვეტილება – ყულალისელ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსი მოუხსნეს [Video]
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში
საბერძნეთში ახალციხელი მოცეკვავე დაშავდა