FM97.5 / LIVE

მოსახლეობის პროტესტის შემდეგ უდეს მიმართულებით ახალი ავტობუსი ივლის

მთავარისაზოგადოება 04.08.2015
ახალციხისდან უდეს მიმართულებით ახალი ავტობუსი დადის. 33–ადგილიან ტრანსპორტში მეტი სათავსოა, ვიდრე იმ მიკროავტობუსში, რომელიც სოფელს აქამდე ემსახურებოდა. შპს „ჯეო ტივის“ ხელმძღვანელობამ ავტობუსის შეძენა ადგილობრივების პროტესტის შემდეგ გადაწყვიტა.

მოსახლეობის პროტესტის შემდეგ უდეს მიმართულებით ახალი ავტობუსი ივლის
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების უდესა და არლის მოსახლეობა მოძველებული ტრანსპორტის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ სივიწროვის გამო ტრანსპორტში ბარგი ვერ აჰქონდათ, გარდა ამისა იყო მძიმე სუნი და ანტისანიტარია.

შპს „ჯეო ტივის“ ხელმძღვანელი ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის აზრი გაითვალწინა და ახალციხე–უდეს ხაზისთვის ახალი, კომფორტული ავტობუსი შეიძინა.

ახალი ავტობუსით მოსახლეობა უკვე ერთი კვირაა მგზავრობს.

„ფარეხაში ვცხოვრობ და ახალციხეში ხშირად დავდივარ. მიხარია ასეთი კომფორტული ავტობუსი რომ გვემსახურება. მაღალი ვარ და მარშუტკაში ფეხზე დგომა ძალიან მიჭირდა. აქ ბარგიც თავისუფლად ამომაქვს“, – ამბობს როზა დალაგონიანი.

დალაგონიანს ეთანხმება ახალციხეში მცხოვრები ლალი აბულაძეც: „პირველად ვზივარ ახალ ავტობუსში. ძალიან კარგია. სოფლისთვის ასეთი ტევადობის ტრანსპორტი აუცილებელია. უდე ჩემი სოფელია და ხშირად მიწევს მგზავრობა“.

ავტობუსი ახალციხიდან უდეს მიმართულებით დღეში სამჯერ გადის. პირველი გასვლა ახალციხიდან 13:00 საათზე აქვს. ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა და უნდათ, რომ ავტობუსი სოფელ უდიდან დილის საათებში გამოვიდეს, რადგან სოფლიდან უფრო მეტი ბარგი მოაქვთ.

„სამწუხაროდ ეს შეუძლებელია. დილის რეისებს შპს „ადიგენის სატრანსპორტო საწარმო“ ასრულებს. გამოდის მე უნდა დავუპირისპირდე ამ კომპანიას. თუ ხაზსს დათმობს მოვემსახურები, მიუხედავად იმისა, რომ აქედან ცარიელი მომიწევს წასვლა და ჩემთვის ზარალია“, – ამბობს ნუგზარ მამუკაშვილი.

გეგმავს თუ არა ახალი ავტობუსის შეძენას, ან მისი კუთვნილი მარშრუტის „ჯეო–ტივისთვის“ დათმობას შპს „ადიგენის სატრანსპორტო საწარმოს“ ხელმძღვანელი გიორგი ძაძამია, უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ მასთან დაკავშირებას ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უდესა და არალში მოძველებულ მიკროავტობუსებზე ჩივიან
ახალციხელები საქალაქო ტრანსპორტზე [Video]
‘თვითონ თვითმფრინავით გადაფრინდნენ, ბავშვები ავტობუსით გაუშვეს’ -  მერიის დაფინანსებულ გასტროლს აკრიტიკებენ
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
წაგებული არჩევნები თუ დირექტორის გადაწყვეტილება – ყულალისელ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსი მოუხსნეს [Video]
ერთი გარდაცვლილი , 10 დაშავებული – ახალციხე–რუსთავის ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა