FM97.5 / LIVE

წაგებული არჩევნები თუ დირექტორის გადაწყვეტილება – ყულალისელ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსი მოუხსნეს [Video]

მთავარისიახლე, SK TV, რეპორტაჟი 17.10.2016
სამწლიანი მომსახურების შემდეგ, დღეს, 17 ოქტომბერს, ახალციხეში, სოფელ ყულალისში მცხოვრებ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსმა აღარ მიაკითხა და ისინი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სოფელ პამაჯის სკოლაში ფეხით წავიდნენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ წაგებული არჩევნების გამო დაისაჯნენ.

წაგებული არჩევნები თუ დირექტორის გადაწყვეტილება – ყულალისელ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსი მოუხსნეს [Video]

მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს სოფელ ყულალისში გამგებლის წარმომადგენელი კარლენ კარახანიანი, იგი ირწმუნება, რომ სასკოლო ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. ავტობუსის მძღოლი კომენტარზე უარს ამბობს და დირექტორისკენ გვამისამართებს.

დირექტორი კი აცხადებს, რომ ყულალისიდან მოსწავლეები პამაჯში მისი კეთილი ნების გამო დადიოდნენ ავტობუსით, ახლა ამ სოფლიდან ბავშვების რაოდენობა გაიზარდა და ავტობუსი ორჯერ ვერ მივა. გარდა ამისა, ყულალისი პამაჯიდან 2 კილომეტრშია და ამ გზის გავლა მოსწავლეებს ფეხითაც შეუძლიათ.

სასკოლო ავტობუსის მოხსნას პოლიტიკას უკავშირებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი. იგი ამბობს, რომ სოფელი ოპოზიციურადაა განწყობილი და ამის გამო დასაჯეს.

ახალციხის სოფლები: ყულალისი, დიდი და პატარა პამაჯი, ორალი და ყულალისი, ახალციხის მე–18 საარჩევნო უბანი იყო. პარლამენტის არჩევნების პირველ ტურში, ამ უბანზე "ქართულმა ოცნებამ" 268, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 230 ხმა მიიღო. ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ მას ამ სოფლიდან ხმების უმეტესობა ერგო: "მხარდაჭერას ხალხი ღიადაც მიდასტურებს და ეს იცის ყველამ".


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყულალისელ მოსწავლეებს ავტობუსი არც დღეს მოემსახურა
გიორგი კოპაძე /ვაჟა ჩიტაშვილი – მოგებული და წაგებული უბნები და შანსები მეორე ტურისთვის
მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან
ვაჟა ჩიტაშვილი: წყალთბილაში მოსახლეობა უბანზე მიკროავტობუსებით მიჰყავთ
ვაჟა ჩიტაშვილი: რაც მინდოდა ამ არჩევნებიდან, მივიღე
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია