FM97.5 / LIVE
საბერძნეთში ახალციხელი მოცეკვავე დაშავდა

საბერძნეთში ახალციხელი მოცეკვავე დაშავდა

მთავარისაზოგადოება 16.07.2012
ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეს, 10 წლის ვაჟს, საბერძნეთში ავტობუსი დაეჯახა

საბერძნეთში ახალციხელი მოცეკვავე დაშავდა

შემთხვევა, საბრძნეთის ქალაქ ალექსანდროპულოში, გუშინ მოხდა. ამ წუთებში ”მესხეთის” მოცეკვავეს ოპერაცია უტარდება.

10 წლის ბიჭს ის ავტობუსი დაეჯახა, რომლითაც ”მესხეთი” ინგლისში, უელსში ფესტივალზე იყო. შემთხვევა, სწორედ იქიდან სამშობლოში დაბურნებისას, საბერძნეთი-თურქეთის საზღვრიდან 40 კილომეტრში მოხდა.

”ბავშვი თასმას იკრავდა, ამასობაში პოლიციამ მძღოლს დაუძახა ავობუსი გაეყვანა, მძღოლმა ბავშვი ვერ დაინახა და ფეხზე გადაუარა”, - გვიამბობს ”მესხეთის” მუსიკოსი ტარიელ ქიმერიძე და ამატებს, რომ ბავშვს ფეხი შეუნარჩუნდა.

მისივე თქმით, მოცეკვავის მშობლები უკვე ჩაფრინდნენ საბერძნეთში.

23 ბავშვისგან შემდგარი ანსამბლი ინგლისში 27 ივნისს გაემგზავრა და უკან 17 ივლისისთვის უნდა დაბრუნებულიყო. შემთხვევის გამო ანსამბლი ახალციხეში შესაძლოა ერთი დღის დაგვიანებით დაბრუნდეს.

ამ დროისთვის ანსამბლის ყველა მონაწილე საბერძნეთი-თურქეთის საზღვართანაა და საქართველოსკენ მოემგზავრება. საბერძნეთში რჩებიან ანსამბლის ხელმძღვანელი მარინა ნასყიდაშვილი და ავტობუსის მძღოლი.

ანსამბლის მონაწილეების განმარტებით, ამჟამად მძღოლიც და ნასყიდაშვილიც პოლიციაში დაკითხვაზე არიან.

პ.ს. ბავშვის უფლებებიდან გამომდინარე, ”სამხრეთის კარიბჭე” მოცეკვავის ვინაობას არ ამჟღავნებს. დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 8 365 22 07 80.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანსამბლი 'რუსთავი' ახალციხეში კონცერტს გამართავს
ანსამბლი ‘მესხეთი’ პოლონეთში კონცერტს გამართავს
ანსამბლი ‘მესხეთი’ ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავს
პირველ სკოლაში საცეკვაო დარბაზის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს
ახალციხელი სპორტსმენის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
ახალციხეში ცხრა წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა