FM97.5 / LIVE

პროგრამას 'აწარმოე საქართველოში' ახალი კომპონენტი ემატება

მთავარიეკონომიკა 13.06.2015
სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატება – წარმოების აღორძინების და გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის კვალდაკვალ, სახელმწიფო სასტუმროების ხარისხსა და სტანდარტებზე ზრუნვას იწყებს.

პროგრამას 'აწარმოე საქართველოში' ახალი კომპონენტი ემატება

ინფრასტრუქტურის წახალისების სქემა დღეს, 13 ივნისს, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მეწარმე, რომელსაც სურს რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, ან გააფართოოს უკვე არსებული, ბანკში სესხის დამტკიცების შემთხვევაში, ისარგებლებს სახელმწიფო თანადაფინანსების სქემითა და გირაოს უზრუნველყოფაში თანამონაწილეობით. პროგრამა აგვისტოდან ამოქმედდება.

„პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც, გარდა თბილისის და ბათუმისა, საქართველოს რეგიონებში ააშენებს ახალ სასტუმროს ან გააფართოებს არსებულს. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის პროცენტის თანადაფინასება და გირაოს უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა; ასევე, თუ მეწარმე გადაწყვეტს, რომ საერთაშორისო ოპერატორი შემოიყვანოს საქართველოში, ჩვენ მზად ვართ პირველი 2 წელი ბრენდის ოპერირების ხარჯის თანამონაწილეობაში შევიდეთ, რაც ხარისხისა და სტანდარტებს უზრუნველყოფს. მესამე კომპონენტი კი ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას–პროგრამები, ტრენინგები, კვალიფიკაციის ამაღლება, მარკეტინკის გაუმჯობესება,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.

ეკონომიკურმა საბჭომ თხილის წარმოების განვითარების ხელშეწყობის გეგმებზეც იმსჯელა. საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ დარჩელში აშენდება თხილის საშრობი და სასაწყობე ინფრასტრუქტურა.

„თხილის წარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის შექმნას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. შეირჩა რამდენიმე რეგიონი, სადაც შეიძლება ამ დარგის განვითარება. დარგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სერიოზული საექსპორტო პოტენციალის მატარებელია. ვგეგმავს ამ ეტაპზე დარჩელში ავაშენოთ თხილის საშრობი და სასაწყობე ინფრასტრუქტურა, რომელიც გააერთიანებს მინიმუმ 500 ოჯახს. ეს იქნება პირველი საპილოტე პროგრამა“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სხდომის დასრულების შემდეგ.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს რკინიგზის მოდერნიზაციის განახლებული პროექტი, რომელიც ეხება ზესტაფონი–ხაშურის მონაკვეთზე გამტარუნარიანობის ზრდას. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის ამაღლებას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'გადაიღე საქართველოში'– 'აწარმოე საქართველოს' ახალი კომპონენტი
მთავრობის სხდომაზე თხილის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა [R]
‘უმასპინძლე საქართველოში’ – ახალი სამთავრობო პროგრამა
პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
ლევან დავითაშვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
ოთარ დანელიამ 'ამბასადორიალი 2016' -ის მონაწილეებს აგრარულ დარგში მიღწეული შედეგები გააცნო [R]