FM97.5 / LIVE

მთავრობის სხდომაზე თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა [R]

მთავარიეკონომიკა 14.04.2016
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხის და ეტიკეტირების საკითხებს დაარეგულირებს.

მთავრობის სხდომაზე თხილის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა [R]

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია.

„ქართული თხილის დიდი საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების პერსპექტივა გვაქვს. 2014-15 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 184 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლის თითქმის 30% -ია. თხილის წარმოება აგრარული სექტორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა. სწორედ ამიტომ შემუშავდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს”, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თხილის რეგლამენტი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებთან. რეგლამენტის შესაბამისად, მკაცრად გაკონტროლდება თხილის ხარისხი, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლს. თხილის შემოწმება-ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თხილის რეგლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარებას, საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხის თხილის რეალიზაციას და ქართული წარმოების პროდუქციის მაღალი სტანდარტის შესაბამისობის იმიჯის დაცვას.

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი საჯარო განხილვისთვის განთავსებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

გარდა ამისა, მოხდა შეხვედრები ბიზნესსექტორის და მეთხილეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. პროექტი წარდგენილი იყო საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე. საერთო განხილვების დროს გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ დოკუმენტში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა [R]
ლევან დავითაშვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო [R]
ოთარ დანელიამ ზუგდიდის რაიონში ახალი თხილის ბაღი დაათვალიერა [R]
როგორია აზიური ფაროსანას გავლენა თხილის მოსავლის ხარისხზე
სამეგრელოში ახალი თხილის ბაღი გაშენდა (R)
ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკის  ელჩს შეხვდა [R]
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები თხილის ბიომეურნეობებში