FM97.5 / LIVE

‘უმასპინძლე საქართველოში’ – ახალი სამთავრობო პროგრამა

მთავარიეკონომიკა 04.03.2016
„უმასპინძლე საქართველოში“ – რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა.

‘უმასპინძლე საქართველოში’ – ახალი სამთავრობო პროგრამა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, გააფორმოს „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისოოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.

საქართველოს პრემიერ – მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ პროგრამა დაეხმარება რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებს, წამოიწყონ საკუთარი საქმე სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში, ააშენონ ახალი სასტუმროები, გააფართოონ და გადააიარაღონ არსებული ინფრასტრუქტურა.

"დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას', – აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად: "სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას. ეს პროგრამა იწყება იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება. პროგრამა. "უმასპინძლე საქართველოში" მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ, გააფორმონ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინასებას".

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.

მთავრობამ უკვე მიიღო დადგენილება, კომპლექსურად შეისწავლოს ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები და დადოს განვითარების გეგმა.

"ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს. არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანიდან სხვადასხვა ახალი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ”,- აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი აბასთუმნის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი",- განმარტა პრემიერმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროგრამას 'აწარმოე საქართველოში' ახალი კომპონენტი ემატება
პროგრამა ‘სტარტაპ საქართველო’ დაიწყო
რა შემთხვევაში გადმოგცემთ სახელმწიფო ტექნიკას და სათიბ–საძოვრებს
პრემიერ-მინისტრმა კურორტი მიტარბი გახსნა
პრემიერი: განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა რეგიონებშიც გვჭირდება
მინისტრი: აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა წელს მზად იქნება
ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო