FM97.5 / LIVE
'გადაიღე საქართველოში'– 'აწარმოე საქართველოს' ახალი კომპონენტი

'გადაიღე საქართველოში'– 'აწარმოე საქართველოს' ახალი კომპონენტი

მთავარიეკონომიკა 26.06.2015
იქცევა თუ არა საქართველო კინოგადაღების ცენტრად, – ამ საკითხზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მსჯელობდნენ, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

'გადაიღე საქართველოში'– 'აწარმოე საქართველოს' ახალი კომპონენტი

სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი – „გადაიღე საქართველოში“ დაემატება. პროექტი საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას ისახავას მიზნად. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კინომწარმოებლებს, კინოპროექტების განსახორციელებლად, ხარჯების თანადაფინანსების 20%–იან სქემას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურებას შესთავაზებს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დარგი, რადგან კინოინდუსტრია ხელს უწყობს მრავალი დარგის განვითარებას, როგორიც არის: ლოჯისტიკა, კვებითი მომსახურება, სასტუმროების ბიზნესი, ასევე მუშახელის დასაქმება და დიდი ეფექტი მოაქვს ეკონომიკაში. პროექტის მიზანი არის, რომ საქართველო ვაქციოთ კინოგადაღების ცენტრად და მოვიზიდოთ საერთაშორისო მწარმოებლები, რათა მოხდეს კინოპროექტების განხორციელება. შემუშავდება კონკრეტული სქემა, რომელიც წაახალისებს მათ. ეს იქნება ხარჯების უკან დაბრუნება 20 %–იანი მოცულობით და ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურება“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ასევე ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის განვითარებას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროგრამას 'აწარმოე საქართველოში' ახალი კომპონენტი ემატება
პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა [R]
ბორჯომში სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ გაიხსნა
პროგრამა ‘აწარმოე საქართველოში’ ცვლილებები შევიდა
აშშ საქართველოში 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
ახალციხეში პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' პრეზენტაცია გაიმართება