FM97.5 / LIVE

ოთარ დანელიამ 'ამბასადორიალი 2016' -ის მონაწილეებს აგრარულ დარგში მიღწეული შედეგები გააცნო [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 28.07.2016
„ამბასადორიალი 2016“ -ის ფარგლებში, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე სამუშაო სესია გაიმართა.

ოთარ დანელიამ 'ამბასადორიალი 2016' -ის მონაწილეებს აგრარულ დარგში მიღწეული შედეგები გააცნო [R]

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, ბიზნესსექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს აგრარულ დარგში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე მიღწეული შედეგები გააცნო. შეხვედრაზე ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ხელშეწყობის, ასევე საექსპორტო პოტენციალის გამოყენების საკითხები განიხილეს.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობა დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის სისტემური ცვლილებები განხორციელდა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მზარდი ტენდენცაა. მინისტრმა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, იაპონიასთან, კორეასთან სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

„ქართული თხილის, კივის, ლურჯი მოცვის, მწვანილისა და სხვა მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად მივიღეთ. საერთაშორისო სტანდარტების, ახალი რეგულაციების დანერგვით დარგი ეფექტიანად ვითარდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული სამუშაოს ანგარიშის შესახებ საუბრისას, ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილია 150 ახალი და გადაიარაღებულია 700-ზე მეტი საწარმო; სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენდა 5 000 ჰექტარზე მეტი ახალი ბაღი, დაზღვეულია 200 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია.

სამუშაო სესიას საქართველოს 91 სრულუფლებიანი ელჩი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,ამბასადორიალი 2016” 26 ივლისს გაიხსნა და 29 ივლისამდე გასტანს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა[R]
ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალ ატაშეს შეხვდა [R]
ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკის  ელჩს შეხვდა [R]
ოთარ დანელია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა [R]
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
ოთარ დანელია ბაქოში გამართულ აგროფორუმზე სიტყვით გამოვიდა [R]
ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაცია [R]