FM97.5 / LIVE

კლდესა და წნისში სეტყვამ ხეხილის 15 პროცენტი დააზიანა

მთავარიეკონომიკა 07.06.2015
6 ივნისს, სეტყვამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ხეხილი დააზიანა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ზარალი უმნიშვნელოა.

კლდესა და წნისში  სეტყვამ ხეხილის 15 პროცენტი დააზიანა

დღეს, 7 ივნისს, სეტყვის შედეგად დაზიანებულ სოფლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ნოდარ ტალახაძის განმარტებით, გუშინდელმა სტიქიამ წნისისა და კლდის მაცხოვრებლები დააზარალა.

„გამგებლის წარმომადგენლებს დავუკავშირდით და რომელი სოფლებიც დააზიანა სეტყვამ იქ წავედით. საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დავიარე სოფლები. ნათესები დაზიანეული არ არის. წნისში და კლდეში ვიწრო ზოლზე იყო სეტყვა, დაზიანებულია ვაშლი, ტყემალი, ქლიავი, კაკალი და ყურძენი. საერთო ჯამში 15 პროცენტი“, - ამბობს ნოდარ ტალახაძე.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა და ქარი გუშინ, 6 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათისთვის დაიწყო. წნისისა და კლდის გარდა სეტყვა იყო ახალციხეშიც, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
ვალეში წვიმამ და სეტყვამ ნათესები დააზიანა
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა
ნინოწმინდის  სოფლებში  სეტყვამ ნათესები დააზიანა
ნინოწმინდაში სეტყვამ ნათესები დააზიანა
სოფელ განძაში სეტყვამ ნათესები და საქონლის სადგომები დააზიანა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა