FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულომ ოპოზიციას ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა

მთავარიპოლიტიკა 11.06.2015
ადიგენის საკრებულოს დეპუტატებს ‘გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა’ და ‘მრეწველებიდან’ ფრაქციის შექმნა სურდათ, თუმცა, საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის შექმნის ნებართვა არ გასცა.

ადიგენის საკრებულომ ოპოზიციას ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ორმა წევრმა: მალხაზ ბოჩიკაშვილმა და მარლენ ქაფიანიძემ და „მრეწველების“ ერთმა წევრმა: ლევან გოგნაძემ, ადიგენის საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნა გადაწვიტეს.

„თავიდან დავრეგისტრირდით როგორც „ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიცია“, მაგრამ მერე სახელი გადავარქვით და „ადიგენი – გარემოს დაცვა“ დავარქვით“, – ამბობს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ადიგენის შტაბის უფროსი მალხაზ ბოჩიკაშვილი და ამატებს, რომ 1 ივნისს ფრაქცია შექმნეს და 4 ივნისს საკრებულოს მის დასარეგისტრირებლად შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა დღეს, 11 ივნისს გაიმართა. ინიციატორებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მუხრან ხარჩილაძის თქმით, მათ ფრაქციის შექმნაზე უარი თვითმმართველობის კოდექსის 30–ე მუხლისა და საკრებულოს რეგლამენტის 35 მუხლის პირველი და მეორე ქვეპუნქტების თანახმად ეთქვათ.

„საკრებულოს რეგლამენტის 35–ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, საკრებულოს პარტია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქნება საკრებულოში მათი გაერთიანების მიზეზი. ფრაქცია იქმნება მინიმუმ სამი პიროვნებისგან, აქ ორი ბურჯანაძის პარტიიდან, ერთი კი მრეწველებიდანაა, ერთი პოლიტიკური შეხედულების არ არიან. შესაბამისად, ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვთ“, – ამბობს მუხრან ხარჩილაძე.

მალხაზ ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ მართალია სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ, მაგრამ ერთი პოზიციის ირგვლივ გაერთიანდნენ, რაც დაბრკოლების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.

„ჩვენ შეიძლება პოლიტიკურად სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ადიგენის სამოქმედო ტერიტორიაზე ორივე პარტიის წარმომადგენელი შევჯერდით ერთ პოზიციაზე“, – ამბობს ბოჩკაშვილი და ამატებს, რომ სინამდვილეში აღნიშნული კომისია დამოუკიდებლად ვერ წყვეტს როგორ მოიქცეს, თუ სამცხე–ჯავახეთის გუბერნიიდან არ იხელმძღვანელა.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ადიგენის საკრებულო კანონის შესაბამისად ხელმძღვანელობს.

მუხრან ხარჩილაძე ირწმუნება, რომ ჯერ ფრაქციის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხმა კიდევ ორი ინსტანცია უნდა გაიაროს: „ჯერ ბიუროს სხდომაზე უნდა გავიდეს და შემდეგ საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულოში ფრაქციის შექმნაზე სამი განაცხადი შევიდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია შეიქმნება
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს წინააღმდეგ მეორე საჩივარს ამზადებს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”