FM97.5 / LIVE

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის პრობლემებსა და უფლებებზე მსჯელობენ

მთავარისაზოგადოება 09.05.2015
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების პრობლემების გასაცნობად და ასევე, მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, „პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცია“ ადგილობრივებთან შეხვედრას მართავს.

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის პრობლემებსა და უფლებებზე მსჯელობენ
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს „პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციის“ წარმომადგენლები მათი უფლებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ასევე, აცნობენ ქვეყანაში დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელების მიზანიც, სწორედ ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„დღეს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ნამდვილად ვერ ხერხდება. ეს ადამიანები ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ვერ გრძნობენ თავს.

ამიტომ ჩვენი მიზანია, მათ საკუთარი უფლებების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ შემდეგ მოითხოვონ მისი დაცვა“, – ამბობს „პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თამარ ჩოგაძე.

აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე იღებენ ინფომაციას იმის შესახბე, თუ რა პრობლემები აქვთ დღეს ეთნიკურ უმცირესობებს.
„მათ მიერ მოწოდებულ ინფრომაციას ჩვენ ევროკავშირს მივაწვდით და ვეცდებით რომ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის გაუმჯობესებაში“, – გვიხსნის ჩოგაძე.

ახალციხის მუნციპალიტეტის სოფელ ყულალისში მცოხვრები მარდუნ პეტროსიანის თქმით, დღეს მთავარი პრობლემა ეთნიკური სომხებისთვის ენის ბარიერია: „მათ სახელმწიფო უწყებებში განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ, აქედან გამომდინარე, რაიმე უფლების დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია“.

მსგავსი ტიპის შეხვედრებს, „პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცა“, ევროკავშირის დაფინანსებით, სხვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებშიც გამართავს. ახალციხე ამ ჩამონათვალში პირველი აღმოჩნდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების პოლიტიკის დოკუმენტი ამოქმედდა
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
ბესიკ ამირანაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ფლაერები დაურიგა
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
ტრენინგი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების გასააქტიურებლად