FM97.5 / LIVE

ახალციხეში 9 მაისი აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 09.05.2015
ყვავილები, ჯილდოები, ტკბილეული, მისალოცი ბარათები და საზეიმო სადილი. ახალციხეში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცეს.

ახალციხეში 9 მაისი აღნიშნეს
94 წლის ივანე გოზალიშვილი, 1941 წლის 20 ივნისს, იმ დღეს, როცა სკოლის დამთავრების გამოსაშვები საღამო უნდა ეზეიმა, მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს.

„21 ივნისს სკოლის დამთავრება უნდა აღგვენიშნა და 20–ში ღამით დაბომბვა დაიწყო. სტალინის ბრძანებით 1941 წლის ბოლოს ქართული ნაციონალური დივიზიები ჩამოყალიბდა და იქ მომიწია ბრძოლა. ჩვენი 406–ე მსროლელი დივიზია თურქეთის საზღვართან იდგა. ოცმეთაური ვიყავი. ისეთი გაჭირვება იყო, რომ სურსათს და ტყვია–წამალს ვირებით ვეზიდებოდით“, – იხსენებს მეორე მსოფლი ომის ვეტერანი ივანე გოზალიშვილი ომში გატარებულ წლებს და ამბობს, რომ ბრძოლაში ბევრი მეგობარი დაკარგა. თავად კი 1941 წლიდან 1946 წლამდე, ისე იბრძოლა, რომ არცერთხელ დაჭრილა.

აწყურიდან გოჩაძეების შვიდსულიანმა ოჯახმა, მეორე მსოფლიო ომში ხუთი ვაჟი გაგზავნა. მათ შორის ორი დაიღუპა. გადარჩენილებს შორის ერთ–ერთი დავით გოჩაშვილი კი იხსენებს, რომ თავად მძიმედ დაიჭრა. მიუხედავად ამისა, მკურნალობიდან 15 დღის შემდეგ ბრძოლის გაგრძელება მაინც მოუხდა.

„სკოლა რომ დავამთავრე ომში იმ წელს წამიყვანეს, აგვისოტში. უკრაინამდე ვიბრძოდი, მესაზღვრეც ვიყავი. ომში ბოლომდე დავრჩი“, – ამბობს დავით გოჩაშვილი.

დღეს იგი თანამებრძოლებთან ერთად ახალციხეში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალთან დილიდან მივიდა. აქ შეკრებილებს ადგილობრივი თივთმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავი მიულოცეს.

„ეს დღე ფაშიზმსა და ბოროტებაზე გამარჯვების დღეა. გილოცავთ! ჩვენ თქვენი გმირობის მაგალითებზე გავიზარდეთ და ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, რომ მომავალში კიდევ მრავალი 9 მაისი აღვნიშნოთ თქვენთან ერთად“, – მიმართა ვეტერანებს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ქალაქშიც და თემშიც 23 ვეტერანია, თუმცა მათ შორის, მემორიალთან მისვლა მხოლოდ 11–მა შეძლო. მათ კოლეჯმა „ოპიზარმა“ ტკბილეული გადასცა, ვეტერანთა საბჭომ კი ორდენები და ღვინო. ასევე, თემში მცხოვრებ ვეტერანებს 150 ლარი, ქალაქში მაცხოვრებლებს კი 200 ლარი დაერიცხებათ პირად ანგარიშზე. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით თითოეული ვეტერანი სახელმწიფოსგან 1000 ლარს მიიღებს.

იმ ვეტერანებთან, რომლებმაც მემორიალთან მისვლა ვერ შეძლეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პირადად მივიდნენ და საჩუქრები გადასცეს.

მემორიალთან შეკრებილები კი ღონისძიების დასრულების შემდეგ საზეიმო სადილზე მიიწვიეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]
ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი აღნიშნეს
ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]