FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს

მთავარისაზოგადოება 09.05.2016
დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან 71 წელი გავიდა.ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს და სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში ომში დაღუპულთა მემორიალი 13 სოფელში დგას. ცამეტივე სოფელში ადგილობრივებმა დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართეს.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 ომის ვეტერანი ცხოვრობს. უმეტესობამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ისინი ოჯახებში მოინახულა და საჩუქრები გადასცა.

ომის ვეტერანებს ახალციხის გამგეობამ თითოეულს 200–200 ლარი ჩაურიცხა და საჩუქრად ჰიგიენური მოვლის საშუალებები და ტკბილეული გადასცა. საქართველოს მთავრობისგან კი მათ 600 ლარიანი დახმარება მიიღეს.

საჩუქრების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარამდე დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში სამცხე-ჯავახეთიდან 44 730 ადამიანი გაიწვიეს. ახალციხის მუნიციპალიტეტიდან კი, 10 538, მათ შორის სამი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა, ხოლო 2 500 შინ ვეღარ დაბრუნდა.

ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
ახალციხესა და ადიგენში  9 მაისი იზეიმეს[Photo]
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]
ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში [R]