FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 09.05.2014
ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან მოწყობილ ღონისძიებას, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ვეტერანიდან მხოლოდ 5 დაესწრო.

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს
დანარჩენებმა საზეიმო ღონისძიებასა და შემდგომ მათთვის გამართულ სადილზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს.

ვეტერანებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიებას სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქართველოს მასშტაბით ყველა ვეტერანი ცენტრალური ბიუჯეტიდან 400 ლარით დაასაჩუქრეს.

1 მაისის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით 135 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან, 30 ახალციხის მუნიციპალიტეტში.

სამცხე-ჯავახეთიდან სამამულო ომში 44.730 ადამიანი წავიდა, 6 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა, 400-ზე მეტი ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა. 18.302 უკან აღარ დაბრუნებულა.

რეგიონის მასშტაბით, ექვსივე მუნიციპალიტეტის მიხედვით მონაცემები ასეთია:
ადიგენიდან ომში 5.325 კაცი წავიდა, აღარ დაბრუნდა - 2.116;
ასპინძიდან წავიდა 4.000, აღარ დაბრუნდა - 2.000;
ახალციხიდან წავიდა 10.538, აღარ დაბრუნდა - 2.500;
ბორჯომიდან წავიდა 8.000, აღარ დაბრუნდა - 2.000;
ახალქალაქიდან წავიდა 12.389, აღარ დაბრუნდა - 5.514; ნონოწმინდიდან წავიდა 4.478, აღარ დაბრუნდა - 1.672;


ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს
ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
სამწლიანი ლოდინის შემდეგ, 78 წლის მაჰმუდ გოვჰაროვი ოჯახთან დაბრუნდა
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]
ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]