FM97.5 / LIVE

სტიქიით დაზარალებულები დახმარებას დღემდე ელიან

მთავარისაზოგადოება 17.09.2012
წლის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორებული სტიქია და დახმარება მხოლოდ კრამიტით. რატომ უჩივიან უყურადღებობას ადიგენის მუნიციპალიტეტში

სტიქიით დაზარალებულები დახმარებას დღემდე ელიან

ადიგენის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს სტიქიამ რამდენჯერმე შეუტია. ზაფხულის დასაწყისში ძლიერმა სეტყვამ, აგვისტოში კი ძლიერმა ქარიშხალმა, მოსახლეობა საგრძნობლად დააზარალა. ადგილობრიოვები ღარიბ შემოდგომას პროგნოზირებენ და ჩივიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული დახმარება მიზერულია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კახარეთში სტიქია ოთხჯერ განმეორდა. ადგილობრივების თქმით, მოსავლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია.

”კარტოფილი ყვავილში როცა იყო, მაშინ დასეტყვა. 900 მეტრზე მაქვს დათესილი და სულ გააფუჭა, თუ ველოდებოდი 5-6 ტონას, ახლა ალბათ ერთ ტონამდე თუ ავიღებ”, - ამბობს სოფელ კახარეთში მცხოვრები მაია გავაშელი.

გარდა ნათესებისა სტიქიამ ხეხილის ბაღებიც დააზიანა. სოფელ კახარეთში, სადაც ძირითადად ვაშლის ბაღებია, წელს მოსავალს აღარ ელოდებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეებზე მხოლოდ ჭანჭური შერჩა და ისიც ისეა დაზიანებული, რომ გასაყიდად არ გამოდგება.

ადგილობრივი ლიანა მწყერაშვილი გასულ წელს იხსენებს და ამბობს, რომ უხვი მოსავალი არც შარშან მიუღიათ. ხოლო ის, რაც უხვად მოვიდა, ვერ გაყიდეს. წელს სოფელში ტონობით კომბოსტო გადაყარეს.

”შარაშანდელი წელი გაჭირვებით გავიარეთ, ამდენი კომბოსტო გაგვიფუჭდა და კაპიკებშიც ვერ გავყიდეთ. წლევანდელმა სტიქიამ მთელი ნათესები გაგვინადგურა, კარტოფილი საერთოდ აღარ მოვიდა, შარშანდელის მერე წლევანდელი ზარალი რომ ადამიანს დაემატება, როგორ უნდა იცხოვროს? 70-ლარიან პენსიაზე ვართ მიჩერებული”, - ამბობს იგი.

5 აგვისტოს ძლიერმა ქარმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლელოვანი, კახარეთი, სამყური, ღორძე, ვარხანი, წახანი, ხარჯამი და ქიქინეთი, განსაკუთრებით დააზარალა. ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.

სოფელ ღორძეში ძლიერმა ქარმა ერთი სახლი მთლიანად დაანგრია, რამდენიმე კი სახურავის გარეშე დატოვა. ქარმა სახურავები გადახადა საქონლის სადგომებსაც. სოფელი წელს ვერც სეტყვას გადაურჩა.

”კარტოფილი, სიმინდი, ლობიო, პომიდორი; ნიადაგს ზემოთ რაც იყო, სეტყვამ ყველაფერი გააფუჭა. კარტოფილის ამოღება ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით ნაკლებ მოსავალს ველოდებით. ათ ტონას თუ ვიღებდი, ახლა ხუთს მივიღებ ალბათ”, - ამბობს სოფელ ღორძეში მცხოვრები ეთერი პაქსაძე.

სოფელში ამბობენ, რომ დახმარება მხოლოდ იმ ადამიანებმა მიიღეს, ვისაც სახლის სახურავები დაუზიანდათ. დაზიანებული ნათესების გამო მოსახლეობას არავინ არაფრით დაეხმარებია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადასტურებენ, რომ ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კრამიტით დაეხმარნენ. ნათესების კომპენსაციაზე კი ჯერ არაფერია ცნობილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის თქმით, კრამიტით103 ოჯახს დაეხმარნენ. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სამხარეო ადმინისტრაციამ მიიღო. სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებს პირდაპირ სამშენებლო მასალები გადაეცათ.
ამიტომ, რა თანხა ერგო წილად ადიგენს, გამგებელი ვერ აკონკრეტებს.

”ვისაც სახურავები გადაუხადა, ადგილზე მივუტანეთ კრამიტი. ზოგს ათი თუნუქი სჭირდებოდა, ზოგს 30, ზოგს 200, მივუტანეთ და თვითონ შეაკეთეს. ჩვენ არ ვიცით თანხა რამდენი იყო გამოყოფილი, რადგან თანხა არ აგვიღია”, - ამბობს გამგებელი.

მისივე თქმით, ნაკვეთების აღწერის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 90 ჰექტარი სახნავ-სათესია დაზიანებული.

”აღვწერეთ და გადავაგზავნეთ სრული მონაცემები მთავრობაში და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს სახურავები მოგვივიდა”, - აცხადებს სიმონ პარუნაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
სტიქიამ მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა
ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა