FM97.5 / LIVE

ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა

მთავარისაზოგადოება 29.04.2015
დაბზარული კედლები, ჩამონგრეული ჭერი და ანტისანიტარია საპირფარეშოში. 80 ახალგაზრდა ახალციხის კულტურის სახლის ავარიულ შენობაში სწავლობს.

ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა

რომ არა ღია ფანჯრებიდან გამოსული სხვადასხვა საკრავების ხმა, ახალციხის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობის დანახვისას ძნელია იფიქრო, რომ აქ რამე ორგანიზაციაა, მითუმეტეს, კულტურის სახლი. შენობის ნაცრისფერი კედლები დაბზარულია, ფანჯრები ჩაშავებული, ხის კარი დაძველებული.

დაწესებულების ხელმძღვანელი მავრა ბახტურიძე იხსენებს, რომ გასულ წელს ერთ–ერთ ოთახში, ჭერიდან ბათქაში ჩამოინგრა: „ფორტეპიანოს გაკვეთილი ტარდებოდა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, ახლა ამ ოთახს ვეღარ ვიყენებთ“.

ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა იაძის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლის შენობა ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. ამორტიზებულ შენობაში მცირე ფართი და არასათანადო პირობებია.

კულტურის სახლში ერთი პატარა ზომის დარბაზი და ერთი სამედიცინო ოთახია. მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარება მორიგეობით უწევთ.

„ორი საათის შემდეგ კაბინეტი უნდა დავტოვო რომ დოლის გაკვეთილები ჩატარდეს“, – ამბობს მავრა ბახტურიძე.

ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა მისი თქმით, დაწესებულებას საკმარისი ფინანსები არ აქვს, იმისთვის რომ ამორტიზებული შენობა შეკეთდეს. კულტურის სახლში მენეჯერისა და სამი თანამშრომლის გარდა, პედაგოგები ხელფასს გამომუშავებით, მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით იღებენ.

მოძველებული ინსტრუმენტების გასაახლებლად ხელმძღვანელობას თანხა არ აქვს. დოლს, გიტარას, ფანდურს და სხვა საჭირო ინსტრუმენტებს, მოსწავლეები თავად ყიდულობენ.

კულტურის სახლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 11.959 ლარია გამოყოფილი. თანხა ხელფასების , სამივლინებო, საკანცელარიო და კომუნალური ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული. მოსწავლეების გადასახადიდან შესული თანხიდან ნაწლი კულტურის სახლის ანგარიშზე ირიცხება, ნაწილი კი საშემოსავლო გადასახადებს და პედაგოგების ხელფასს ხმარდება.

ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ზაირა კელაპტრიშვილის განმარტებით შენობა ავარიულია და იმის გარემონტება–რეაბილიტაციას აზრი არ აქვს. კელაპტრიშვილი გამოსავალს ახალი შენობის მოძებნაში ხედავს.

ახალციხის მერიაში კულტურის სახლის მდგომარეობის შესახებ იციან და დაწესებულებისთვის ალტერნატიულ ფართს ეძებენ. თუმცა იმ შენობის ბედი, რომლის გადმოცემას მერია ეკონომიკის სამინისტროდან ითხოვს, ჯერ გაურკვეველია.

„მეხუთე წერილს ვწერთ ეკონომიკის სამინისტროს. შენობა , რომელიც განლაგებულია ყოფილი სასაზღვრო რაზმის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაა და უპატრონობისგან ინგრევა. ვწერთ, მაგრამ პასუხს არ გვწერენ“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე, N 124–ში არსებული ფართი სახელმწიფოს საკუთრებაა. წლების განმავლობაში ტერიტორიას შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებდა.

ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა "მოსაზრებაზეა გაგზავნილი შსს–ში, მათგან მიღებული პასუხის საფუძველზე ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. პასუხის მიღების შემდეგ ეცნობება ახალციხის მერიასაც“, – განგვიმარტეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

კულტურის სახლის შენობა მეთვრამეტე საუკუნის 80–იან წლებშია აშენებული. შენობაში საბჭოთა პერიოდის დროს სასამართლო იყო, მანამდე კი საწყობად იყენებდნენ. 1978 წლიდან დღემდე აღნიშნულ შენობაში კულტურის სახლია განთავსებული. კულტურის სახლის ყოფილი თანამშრომელი ნათელა იაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ შენობაში 4 წლით იმ პირობით შეუშვეს, რომ ქალაქის ცენტრში ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე ახალი შენობა უნდა აშენებულიყო და აღნიშნული დაწესებულება იქ უნდა გადასულიყო. თუმცა, კულტურის სახლს ახალი შენობა დღემდე არ აქვს.

ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს
ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულები აღნიშნეს
ასპინძაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის კულტურის სახლისთვის ახალ შენობას ითხოვენ
წაღვერში კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ადიგენში კულტურის სახლი აშენდება