FM97.5 / LIVE

ახალციხის კულტურის სახლისთვის ახალ შენობას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.07.2016
ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების პრობლემები და ანგარიში. რაზე ისაუბრა ააიპ–ის ხელმძღვანელმა ქალაქის დეპუტატებთან;

ახალციხის კულტურის სახლისთვის ახალ შენობას ითხოვენ
ააიპ ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ზაირა კელაპტრიშვილმა დღეს, 29 ივლისს, ქალაქის საკრებულოს ანგარიში ჩააბარა, თუმცა მისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი პრობლემებზე საუბარს დაეთმო.

კელაპტრიშვილის განმარტებით გაერთიანებაში შემავალი დაწესებულებებიდან ყველაზე მეტი პრობლემა ახალციხის კულტურის სახლს აქვს. გაურემონტებელი და ავარიული შენობის გამო მშობლებს ბავშვები წრეებიდან გაჰყავთ: „რომ ხედავენ რა პირობებში უწევთ მათ შვილებს სწავლა, აღარ ატარებენ“.

გაერთიანების ხელმძღვანელი გამოსავალს ალტერნატიული ფართის მოძიებაში ხედავს: „ამ შენობას კაპიტალური რემონტი სჭირდება, თუ სხვა შენობა მოიძებნება და კულუტურის სახლი იქ გადავა, ეს წრეების დამატების შესაძლებლობასაც მოგვცემს“.

კულტურის სახლში არსებულ მდგომარეობაზე „სამხრეთის კარიბჭე“ გასულ წელს წერდა. 2015 წლის აპრილში ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროსგან ყოფილი სასაზღვრო რაზმის ტერიტორიაზე არსებული შენობის გადაცემას ითხოვდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალციხის მერიაში საპასუხო წერილი მიმდინარე წლის 9 ივნისს გაგზავნეს.

„სახელმწიფო საკუთრებაშია მიწა, თუმცა, სარგებლობით აქვს გადაცემული შსს–ს. როცა რაიმე ქონების გადაცემაზეა საუბარი, ვინც ამ მიწით სარგებლობს იმას ყოველთვის ვეკითხებით. მერიას გავუგზავნეთ წერილი და თან დავურთეთ შსს–სგან მიღებული პასუხი, სადაც ნათქვამია, რომ მათ სჭირდებათ აღნიშნული მიწის ნაკვეთი“, – აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ახალციხის მერის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეკა ბერიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან წერილი ნამდვილად მიიღეს.

„წერილის შინაარსზე, წერილობით მოგვმართეთ და გიპასუხებთ. რაც შეეხება იმას, თუ რას აპირებს ახალციხის მერია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მერი კომენტარს ორშაბათს გააკეთებს . დღეს ამერიკის საელჩოდან სტუმრები ჰყავს და დაკავებულია“, – ამბობს ბერიძე.

საკრებულოს სხდომაზე, კელაპტრიშვილმა ყურადღება რაბათში არსებულ ბიბლიოთეკაზეც გაამახვილა. მისი თქმით, შენობას არ აქვს ინტერნეტი და ბუნებრივი აირი, ასევე სჭირდებათ ერთი თანამშრომლის დამატებაც: „ერთი ბიბლიოთეკარი გვყავს. ის რომ შვებულებაში გადის, ბიბლიოთეკის დაკეტვა გვიწევს და საჭიროების შემთხვევაში დამლაგებელი აღებს“.

საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა ნასყიდაშვილმა ააიპ–ის ადმინისტრაციას პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმის შემუშავება ურჩია: „როგორც ვიცი ეს პრობლემები დიდი ხანია არსებობს. თუ არ მოვაგვარეთ ერთი წლის შემდეგ შევიკრიბებით და ისევ ამ საკითხებს განვიხილავთ“.

რაც შეეხება ააიპ–ის მიმდინარე წლის ანგარიშს, კელაპტრიშვილის თქმით, 6 თვის განმავლობაში ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 11, ამავე დაწესებულებაში მდებარე „ამერიკის კუთხეში“ – 17, საბავშვო ბიბლიოთეკაში – 4 , ხოლო რაბათის დასახლებაში მდებარე ბიბლიოთეკაში 3 ღონისძიება გაიმართა. კულტურის სახლის როგანიზებით კი 2 ღონისძიება ჩატარდა.

ააიპ–ი კულტურის დაწესებათა გაერთიანება, 2015 წლის 1 აგვისტოს ჩამოყალიბდა. მის დაქვემდებარებაშია ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, რაბათის ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი და ანსამბლი „მესხეთი. გაერთიანებაში 35 თანამშრომელი მუშაობს.

მიმდინარე წელს გაერთიანების ბიუჯეტი160.940 ლარს შეადგენს, აქედან 114.240 ლარი თანამშრომლების ხელფასსზე იხარჯება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ზაირა კელაპტრიშვილი უხელმძღვანელებს
ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს მერიაშიც უჩივიან
ახალციხის ბიბლიოთეკამ 120 წლის იუბილე აღნიშნა
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ახალი მენეჯერი ჰყავს
ახალციხის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა