FM97.5 / LIVE

შსს ბორჯომში მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის ოჯახს ბინას შეუძენს

მთავარისაზოგადოება 20.04.2015
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახის გარდა, საცხოვრებელ ბინას ბორჯომში მოკლული სამართალდამცველის გიორგი ბერუაშვილის ოჯახსაც შეუძენს.

შსს ბორჯომში მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის ოჯახს ბინას შეუძენსროგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
რაც შეეხება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახის დახმარების შესახებ კანონპროექტს, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის სამართალდამცველთა ოჯახები სახელმწიფოსგან ყოველთვიური - 1000 ლარიანი დახმარების გარდა, ერთჯერადად 100 000 ლარსაც მიიღებენ.

"კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე გავიტანეთ. მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპული პოლიციელის ოჯახი ყოველთვიურად დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს. ეს შეეხება 1991 წლიდან დაღუპული ყველა იმ პოლიციელის ოჯახს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. ასევე, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპულ პოლიციელზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მიიღებს და ძალაში შევა. რაც შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისსა და ბორჯომში მოკლულ პოლიციელებს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ ოჯახებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინებს შეუძენს", - აღნიშნა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა, 6 თებერვალს კი ბერუაშვილი გარდაიცვალა.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან
შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა
ბორჯომში მოკლული პოლიციელის შვილი სკოლაში შს მინისტრმა წაიყვანა
პრემიერი ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს
გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას პრეზიდენტი და შს მინისტრი ესწრებიან
ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შსს გაიღებს
გიორგი ბერუაშვილის ოჯახი კომპენსაციას მიიღებს