FM97.5 / LIVE

”ოცნების” სამზადისი აქციისთვის

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.09.2012
ამ წუთებში ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ”ქართული ოცნების” აქციის საორგანიზაციო საკითხების ბოლო დეტალები ზუსტდება

”ოცნების” სამზადისი აქციისთვის

თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია. სცენის მონტაჟი, რომელიც ბრონილებული მინითაა გარშემოვლებული, თითქმის დასრულებულია. სრულდება ხმის გამაძლიერებლების მოწყობაც.

ხალხმრავლობაა ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბშიც. აქ უკვე კოალიციის ცენტრალური ოფისის წარმოამდგენლები ადგილობრივებთან ერთად საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობენ.

”ვმუშაობთ მუნიციპალიტეტის სოფლებიდან აქციაზე წამოსვლის მსურველთა მობილიზებასა და მათ ტრანსპორტირებაზე. იმ სოფლებში, სადაც საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყოფნით ახალციხემდე ჩამოსასვლელად, ვგზავნით მინი ავტობუსებს”, - გვიხსნის ოლეგ სანდროშვილი და ამატებს, რომ აქციაზე წამოსვლის მსურველები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან არიან.

აქციაზე წამოსასვლელად სამზადისია რეგიონის მასშტაბით ექვსივე მუნიციპალიტეტში.

”ნინოწმინდაში შტაბი არ გვაქვს, მაგრამ გვყავს მხარდამჭერები და ისინიც დღეს შემოუერთდებიან აქციას ახლაციხეში”, - აცხადებს კოალიცია ”ქართული ოცნების” შეხვედრების სამსახურის წარმომადგენელი მაგდა ოძელაშვილი

კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას ჯერ ახლაქალაქში გამართავს და ახალციხეში ამის შემდეგ გამოემართება. ივანიშვილი მოსახლეობას ახალციხეში 17:00 საათზე მიმართავს. ამის შემდეგ კი, სავარაოდოდ, ღონისძიება ”შინის” კონცერტით დასრულდება.

”ჯერ-ჯერობით ყველა მიმართულებით მშვიდობაა. თუმცა როგორც ვიცით ბოგა-სვირის მიმართულებით სპეც დანიშნულების რაზმი მოძრაობს. არც არაფერს ეტყვიან ალბათ ხალხს, ეს ფსიქოლოგიური მომენტია, მხოლოდ იქ იმოძრავებენ”, - ამბობს კოალიცია ”ქართული ოცნების” საორგანიზაციო საკითხების წარმომადგენელი თეიმურაზ მამიაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
„ქართული ოცნების“ აქცია თბილისში
”ოცნების” ადგილობრივი შტაბები ახალციხის აქციისთვის ემზადებიან
ახალციხეში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან [Photo]
"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა