FM97.5 / LIVE

”ოცნების” ადგილობრივი შტაბები ახალციხის აქციისთვის ემზადებიან

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 13.09.2012
პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” მორიგი აქცია, შაბათს, 15 სექტემბერს, ახალციხეში უნდა გაიმართოს. ორი დღეა კოალიციის ახალგაზრდული ჯგუფები აქციას მეგაფონების საშუალებით აანონსებენ. დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებები გამოკრულია ქალაქის ცენტრალური ქუჩაზე მდებარე ელექტროენერგიის სვეტებზეც.

”ოცნების” ადგილობრივი შტაბები ახალციხის აქციისთვის ემზადებიან

როგორც კოალიციის ახალციხის შტაბში აცხადებენ, აქცია თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავასა და ზაქარია დიდიმამიშვილის ქუჩების შეერთების ადგილას გაიმართება. ამ ადგილას ჯერ მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს. სცენის მონტაჟი, სავარაუდოდ,შაბათს დილით დაიწყება.

”ოცნების” ახალციხის შტაბში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

”უპრობლემოდ გამოგვიყეს ის ადგილი, რომელიც მოვითხოვეთ”, - ამბობს ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი ელვარდ ზაზაძე.

მისივე განმარტებით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით კოალიციამ უკვე მიმართა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურებსაც: ”დაგვპირდნენ, რომ მოძრაობა რომ არ შეფერხდეს, მიირებენ გარკვეულ ზომებს. გარდა ამისა, გამგებელი დაგვპირდა, რომ ამ დღეს შეჩერდება სამშენებლო სამუშაოები ყოფილი პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე”.

აქციის ორგანიზებაში რეგიონულ შტაბებს თბილისიდან ჩამოსული კოალიციის ახალგაზრდული ფრთაც ეხმარება. ჯგუფი ქალაქში გუშინ საღამოს ჩამოვიდა.

პოლიტიკური კოალიციის ახალციხის შტაბში დამსწრეთა მოსალოდნელი რაოდენობის შესახებ პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

”იმ შემთხვევაში თუ აქციის დღეს ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობას არ შეზღუდავენ, ბენზინგასამართ სადგურებს არ გააჩერებენ და არ დაიწყებენ მოსახლოების დაშინებას, მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან აქციაზე 7000-დან 10 000-მდე ადამიანი მოვა. მოსახლეობა განწყობილია ამისთვის. ამას ცხადია დაემატებიან სხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ხალხიც. თუ, კიდევ ვიმეორებ, არ იქნება დაშინება და შეფერხებები. იქაური შტაბებიც ემზადებიან აქციისთვის”, - აცხადებს ელვარდ ზაზაძე.

”ქართული ოცნების” აქცია შაბათს, 17:00 საათზე დაიწყება. აქციამდე იმავე ტერიტორიაზე, ტრადიციისამებრ, ბერას კონცერტი გაიმართება.

ბოლო აქცია კოალიციამ 9 სეტქემბერს, თელავში გამართა. სწორედ მაშინ დაანონსა, ახალციხის აქცია. მომდევნო აქცია 22 სექტემბერს, ზუგდიდშია დაგემილი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან
”ოცნების” სამზადისი აქციისთვის
‘ქართული ოცნების’ ახალქალაქელი აქტივისტები აქციისთვის ემზადებიან
ახალციხეში დასუფთავების მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან
ბორჯომში 'ქართული ოცნების' ორგანიზებული აქცია იწყება [Photo]
13 ივლისს ახალქალაქში “ოცნების“ აქცია  გაიმართება
თბილისში ‘ქართული ოცნების’ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს