FM97.5 / LIVE

გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს

მთავარისაზოგადოება 17.04.2015
ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა "ბარაქის" ხინკალსა და "კავთურას" პელმენში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები და ლისტერია მონოციტოგენეზი აღმოაჩინა, რაც საქართველოში მოქმედი სანიტარული ნორმებით დაუშვებელია.

გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს

ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრს "ბარაქის" ხინკლისა და "კავთურას" პელმენის შემოწმების თხოვნით მომხმარებელმა მიმართა. ცენტრის წარმომადგენლებმა ახალციხეში, კოსტავას ქ N7–ში მდებარე მარკეტში შპს "რაბათელი" და იაძის ქ N7–ში მდებარე ი.მ. დუშნეკ მალხაზიანის კუთვნილ მაღაზიაში გაყინული ხინკალი და პელმენი შეიძინეს. ცენტრის ინფორმაციით, ორივე ნიმუშში აღმოჩნდა ნაწლავის ჯგუფის ჩხირის ბაქტერიები (კოლიფორმები) და ლისტერია მონოციტოგენეზი, რაც საქართველოში მოქმედი სანიტარული ნორმებით, დაუშვებელია.

"აღმოჩენილმა ბაქტერიებმა შეიძლება ადამიანის სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს. თუმცა, საქართველოში მოქმედ აკრედიტებულ ლაბორატორიებს ამ ბაქტერიებზე სურსათის უფრო ზუსტი კვლევები არა აქვთ დანერგილი, რაც არ გვაძლევს საშუალებას, ცალსახად დავასკვნათ, რომ შემოწმებული სურსათის ნიმუშები მავნეა", – ნათქვამია ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის განცხადებაში.

ცენტრის ინფორმაციით, აღმოჩენილი მიკრობები საკვებში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, დაწყებული დაბინძურებული ინგრედიენტებიდან, დამთავრებული საკვების მომზადების, შენახვისა ან დისტრიბუცია/რეალიზაციის დროს ჰიგიენის პირობების დაუცველობით. ამავდროულად, ისინი იოლად ნადგურდებიან საკვების თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, შეწვა).

როგორც ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის განცხადებაში წერია, დარღვევის შესახებ ეცნობა მომხმარებელს, მწარმოებლებს, მაღაზიის მეპატრონეებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს.

გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება
ბოლაჯურის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხაჭო იყიდება
ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი ისევ იყიდება
ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხის რამდენიმე ბაღში წყალი სასმელად უვარგისია
ახალციხისა და ადიგენის რამდენიმე სოფელსა და ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე წყალი სასმელად უვარგისია