FM97.5 / LIVE

ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 13.02.2015
იაძის ქუჩაზე მდებარე წყაროს წყალში, რომელსაც რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლები სვამენ, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა. ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის ინფორმაციით, წყალი სასმელად უვარგისია.

ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა

ე.წ „თვალის წყალს“ ყოველდღიურად მოიხმარენ ვაჟა–ფშაველასა და იაძის ქუჩის მცხოვრებლები. გარდა ამისა წყაროთი სარგებლობს ამ ქუჩაზე გამვლელი მოსახლეობა.

„ხანდახან სასმელად მიმაქვს. განსაკუთრებით ზაფხულში მოვიხმართ, რადგან ძალიან ცივია“, – ამბობს ვაჟა–ფშაველას ქუჩის მცხოვრები აზა ავეტისიანი, რომელსაც წყლის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

წყალში აღმოჩენილი ბაქტერიების შესახებ არაფერი იცის ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა რიმა გოგასიანმაც: „როგორც ვიცი, ამ წყაროთი ყველა სარგებლობს, ძალიან სუფთაა და თვალების სამკურნალოდ იყენებენ“.

მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა წყლის ნიმუში შესამოწმებლად 28 იანვარს აიღო. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ნიმუშში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები.

„ვაჟა–ფშაველას ქუჩის მაცხოვრებელმა მოგვმართა, ავიღეთ ანალიზები და დავთესეთ. აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირი და მომატებული ნიტრატები. ეს არ არის ქალაქის წყალსადენის წყალი, თვითდინებით მოდის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევატყობინებთ წყალმომარაგების კომპანიას, ხომ არ ხდება სადმე დაბინძურება“, – ამბობს ახალციხის მოხმარებელთა დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ზედგინიძე.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ბაგინაშვილი ამბობს, რომ ამ წყაროს წყალზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.
„ეს არ არის ჩვენს ქსელზე დაერთებული, ცალკე სათავე აქვს. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის და ამ წყალს არ ვემსახურებით“, – ამბობს ბაგინაშვილი.

მომხმარებელთა დახმარების ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, ამ წყაროს წყალი სასმელად არ გამოიყენოს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობა დადასტურდა
ბოლაჯურის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხის რამდენიმე ბაღში წყალი სასმელად უვარგისია
ახალციხისა და ადიგენის რამდენიმე სოფელსა და ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე წყალი სასმელად უვარგისია
გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს
ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება
ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხაჭო იყიდება