FM97.5 / LIVE

ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება

მთავარისაზოგადოება 04.03.2015
ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალციხის რამდენიმე სასურსათო მაღაზიაში, სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებულ ხინკალსა და პელმენში, ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები და მიკრობები აღმოჩნდა.

ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება

ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა 2015 წლის 19 თებერვალს შეიძინეს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული ხინკალი და პელმენი შემდეგ მაღაზიებში:

1. საბარგო სადგურზე, მაღაზიაში შპს „დიაკონაშვილი“ შპს „გიოს“ მიერ წარმოებული ხორცის პელმენი.
2. თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, ი.მ. ხათუნა ჯავახაძის კუთვნილ მაღაზიაში შპს „რაჭას“ ხინკალი.
3. ასპინძის ქუჩაზე მდებარე ი.მ. ბარსეგიანის კუთვნილ მარკეტში შპს „პინოს“ პელმენი.

„ლაბორატორიიდან მიღებული შედეგების თანახმად, სამივე ნიმუშში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი, რომელიც ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს“, – ნათქვამია მომხმარებელთა დახმარების ცენტრის განცხადებაში.

დარღვევის შესახებ მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა აცნობა მწარმოებლებს, მაღაზიების მეპატრონეებს, ახალციხის მუნიციპალიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი ისევ იყიდება
ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხაჭო იყიდება
გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს
მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში ხორცი შეამოწმა
ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხის რამდენიმე ბაღში წყალი სასმელად უვარგისია
ბოლაჯურის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა