FM97.5 / LIVE

ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი ისევ იყიდება

მთავარისამართალი » შემთხვევა 06.03.2015
ახალციხის სამი მაღაზია, სადაც მომხარებელთა დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიების შემცველი ხინკალი და პელმენი იყიდება, ამ პროდუქტებს ისევ ყიდის.

ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი ისევ იყიდება

საბარგო სადგურზე, მაღაზიაში შპს „დიაკონაშვილი“, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, ი.მ. ხათუნა ჯავახაძის კუთვნილ მაღაზიაში და ასპინძის ქუჩაზე მდებარე ი.მ. ბარსეგიანის კუთვნილ მარკეტში, შპს „რაჭას“ ხინკალი, შპს „პინოს“ და შპს გიოს წარმოებული ხორცის პელმენი და ხინკალი, მაცივრებში ისევ აწყვია. მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ ისინი ამ პროდუქტების უვარგისობაზე არავის გაუფრთხილებია.

„პასუხი ხომ უნდა მოსულიყო, მხოლოდ ინტერნეტში, ‘სამხრეთის კარიბჭეს“ სტატიით გავიგეთ. ჩვენ ისევ გავყიდით რაჭულს, სანამ არ მოგვამართავენ ოფიციალურად“, – ამბობს ხათუნა ჯავახაძე, რომლის მაღაზიიდანაც შესამოწმებლად „რაჭას“ ხინკალი წაიღეს.

შეგახსენებთ, ამ სამი მაღაზიიდან პელმენი და ხინკალი შესამოწმებლად ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა 19 თებერვალს შეიძინა. შემოწმების შედეგად, პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები და მიკრობები აღმოჩნდა.

„ნიმუშები ყველა წესის დაცვით ავიღეთ. 2 მარტს მოგვივიდა პასუხი, რომ სამივე წარმოების პროდუქტში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და ლისტერია. ეს ბაქტერიები ბავშვებზე, ორსულებსა და მოზარდებზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ზედგინიძემ.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, სამივე მაღაზიიდან აღნიშნული პროდუქტები შესამოწებლად წაიღო სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ.

სამმართველოს უფროსის ლია ბექაურის თქმით, რა ზომებს მიიღებენ, იმაზეა დამოკიდებული, რა პასუხი მოვა ლაბორატორიიდან. იქამდე, კი მაღაზიები პროდუქტებს უპრობლემოდ ყიდიან.

ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი ისევ იყიდება

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება
ახალციხის მაღაზიებში საკვებად უვარგისი ხაჭო იყიდება
გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს
ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ბოლაჯურის სასმელ წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
დღის კითხვა: ამოწმებს თუ არა მომხმარებელი პროდუქტის ვარგისიანობას [Video]
Skკულინარია: აპოხტის ხინკალი [Video]