FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ

მთავარიეკონომიკა 15.04.2015
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია, ახალციხეში, ახალქალაქსა და ბორჯომში ადგილობრივებს მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის დეტალებს გააცნობენ.

სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ

შეხვედრები ხვალ, 16 აპრილსაა დაგეგმილი. ვიზიტი ახალქალაქიდან დაიწყება, შეხვედრა 11:00 საათზე, გამგეობის შენობაში გაიმართება. ახალციხეში შეხვედრა 13:00 საათზე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, ზაზაძის სახელობის დარბაზში შედგება. სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი 17:00 საათზე, ბორჯომში, კულტურის სახლში შეკრებილებთან შეხვედრით დასრულდება.

საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო. სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პროგრამის განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბიზნეს იდეების კონკურსი. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ-გვერდის მეშვეობით 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:

1. წარადგინონ საკუთარი ბიზნეს-იდეა;
2. გაიღრმავონ ბიზნეს-უნარები;
3. გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება: 5,000 ლარამდე - 1 მეწარმე; 10,000 ლარამდე - 2 მეწარმე; 15,000 ლარამდე - 3 მეწარმე.

პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ფორმატით.

საქართველოს მასშტაბით შეხვედრები 21 აპრილამდე გაგრძელდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
'მიკრო გრანტები მთის განვითრებისთვის'- პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება
ეკონომიკის მინისტრი  ახალციხეში სამთავრობო პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდება
სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს