FM97.5 / LIVE

რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში

მთავარიეკონომიკა 19.02.2016
დღეს, 19 თებერვალს, ახალციხეში, დაინტერესებულ პირებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვისა და განხორციელების დეტალებს გააცნობენ.

რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში

შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, საკონფერნციო დარბაზში, 11:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ინიციატივა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერისა და რეგიონული ბაზრების განვითარების გზით.

პროგრამის ფარგლებში პირს შეუძლია წარადგინოს ბიზნეს იდეა და სახელმწიფოსგან მიიღოს 5.000–დან 15.000 ლარამდე დაფინანსება.

15 თებერვლიდან ამ პროგრამის მეორე რაუნდი დაიწყო. დაინტერესებულ პირს შეუძლია იდეა წარადგინოს ვებ–გვერდზე qartuli.ge. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ 31 მარტამდე.

კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა აქვს პირს, რომელიც არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) , არის საქართველოს მოქალაქე , არ არის საჯარო მოხელე, არ არის სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.

პროექტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება. პირველი რაუნდის ფარგლებში დაფინანსდა 1620 ბენეფიციარი და ტრენინგი გაიარა 3118–მა ბენეფიციარმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება
სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ
პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' ახალი ეტაპი იწყება
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი ახალი პირობებით დაიწყო [VIDEO] [R]