FM97.5 / LIVE

სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს

მთავარიეკონომიკა 19.02.2016
როგორ შეიძლება მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდში მონაწილეობა, რა შეიცვალა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამაში მონაწილეობის მსურველები – სამცხე–ჯავახეთში პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს

სოფელ მუსხში მცხოვრებმა ლალი ცუხიშვილმა, სახელმწიფოსგან მიღებული 5.000 ლარით, ლოკოკინის ფერმა გააფართოვა, ფართი 50 კვადრატული მეტრიდან 1000 კვადრატულ მეტრამდე გაზარდა და შეიძინა ინკუბატორი, ლოკიკინების გამოსაჩეკად.

გაფართოების პირველი შედეგი მეწარმემ გაზაფხულზე უნდა მიიღოს, თუმცა, შემოსავალი გაცილებით მეტი რომ ექნება, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არც დგას.

ლალი ცუხიშვილი „მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ მონაწილეა. სახელმწიფოსგან დაფინანსებაც ამ პროექტის ფარგლებში მიიღო.

სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს „განაცხადი შევიტანე პირველ ეტაპში და მივიღე დაფინანსება 5.000 ლარის ფარგლებში. შევიძინე მასალები, რაც მჭირდებოდა ლოკოკინების ფერმისთვის და ფართიც გავზარდე“,– ამბობს და ამატებს, რომ შესაძლებლობა რომ იყოს, პროგრამის მეორე რაუნდშიც ჩაერთვებოდა. თუმცა, მას, როგორც პროგრამის პირველი რაუნდის მონაწილეს, მეორე ეტაპში მონაწილეობა არ შეუძლია.

რას გულისხმობს „მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“, როდის დაიწყო მეორე რაუნდი, რა შეიცვალა და როგორ უნდა ჩაერთოს მსურველი პროგრამაში, ამის შესახებ სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს დღეს, 19 თებერვალს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს.

სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, პავლე ზაზაძის სახელობის დარბაზში შედგა. პრეზენტაციას რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები, მეწარმეები, პროგრამის ბენეფიციარები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეკრებილებს პროგრამის დეტალები მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ გააცნო.

მისი თქმით, პროგრამის მეორე რაუნდში მონაწილეებისთვის ერთი დეტალი გამარტივდა: „აღარ არის აუცილებელი მეორე რაუნდში მონაწილეობის მსურველი ადამიანი საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმიდან ერთ–ერთის მოსარგებლე იყოს“.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ პროგრამის პირველ რაუნდში მონაწილეთა რაოდენობით სამცხე–ჯავახეთი მოწინავე პოზიციაზეა.

„სამცხე–ჯავახეთიდან ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი განაცხადია შემოსული. ჯამში, სამცხე–ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან 260 განცხადებაა შემოსული“, – აცხადებს ანთია.

სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს შეგახსენებთ, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ინიციატივა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად. სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში შერჩეულია ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ასოციაცია“.

რას გულისხმობს პროექტი

პროექტის ფარგლებში რეგიონის მკვიდრებს შესაძლებლობა ეძლევათ:

• წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა
• გაიღრმავონ ბიზნეს უნარები
• გამოიყენონ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება. მეწარმეობის განვითარების სააგენტო ყოველ გამარჯვებულ მეწარმეს აფინანსებს 5 000 ლარის ოდენობით, ორი მეწარმის გაერთიანების შემთხვევაში გაიცემა 10 000 ლარი, ხოლო სამი მეწარმის შემთხვევაში – 15 000 ლარი.

პროგრამა გამიზნულია:
• ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის
• არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის

პროგრამაში ჩართვის პირობები
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
• არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე
• არ არის საჯარო მოხელე
• არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე
• კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20% თანხობრივ თანამონაწილეობას; აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა

პროგრამის განხორციელების ეტაპები
დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია გაიაროს რამდენიმე ეტაპი:
• ონლაინ აპლიკაციის შევსება: http://qartuli.ge/
• ბიზნეს იდეების კონკურსი: მოხდება საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორების გამოვლენა და მათი დატრენინგება ბიზნესგეგმების წერაში
• ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი: საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი
• ბიზნესგეგმების კონკურსი: მომზადებული ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას

ასევე, საინტერესოა რომ
• კონკურსის ფარგლებში ერთ პიროვნებას შეუძლია მხოლოდ ერთი ბიზნეს იდეის შეტანა.
• ბიზნეს იდეის წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი კონკურსის ფარგლებში განსხვავებული ბიზნეს იდეით მონაწილეობა
• პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიღება ერთ მეწარმეს შეუძლია მხოლოდ ერთხელ
• თუ მეწარმემ ვერ გადალახა კონკურსის რომელიმე ეტაპი, შესაძლებლობა ეძლევა ხელმეორედ შემოიტანოს განაცხადი უკვე ახალი კონკურსის ფარგლებში
• თანადაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მცირე ბიზნესისთვის, რომელიც: ხორციელდება სამიზნე რეგიონში; არ არის აკრძალული სპეციალური დაბეგვრის სტატუსის მქონე პირებისთვის (მიკრო მეწარმე, მცირე მეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი

პროგრამის მეორე რაუნდში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო 15 თებერვალს და დასრულდება 31 მარტს.

სამცხე–ჯავახეთიდან პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ კონსულტაციისთვის მიაკითხონ რეგიონული განვითარების ასოციაციას. მისამართზე, ქალაქი ახალციხე, გვარამაძის ქუჩა N16. ტელ.: (0322) 05 19 92.

სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' ახალი ეტაპი იწყება
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
პრემიერ–მინისტრი ბორის თათეშვილის საამქროში