FM97.5 / LIVE

“ახალი მემარჯვენეები” დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრნენ

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 13.09.2012
პარტიის ლიდერები, ახალგაზრდა აქტივისტებთან და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფელ აწყურის მისახლეობას შეხვდნენ. ისინი ადგილობრივ მარტინენკოების ოჯახს კარტოფილის ამოღებაშიც დაეხმარნენ.

“ახალი მემარჯვენეები” დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრნენ

გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე გლეხებისთვის მთავარი პრობლემა მოსავლის რეალიზაციაა და ისინი სწორედ ამ კუთხით გეგმავენ მუშაობას.

”საქართველოში ძირითადად თურქული კარტოფილი იყიდება, რომელიც არც ხარისხით ვარგა და არც გემოთი. ეს დამოკიდებულება თუ არ შევცვალეთ და ხალხს თუ არ მივეხმარეთ, რომ ახალციხის და ახალქალაქის კარტოფილი იყოს ყველაზე მეტად რეალიზებადი, მაშინ ცოტა ხანში ყველა დაანებებს თავს კარტოფილის მოყვანას და კარტოფილის იმპორტიც გახდება ასპროცენტიანი, როგორც ეს ხდება ქათმის, ღორის ხორცზე და სხვა პროდუქტებზე” , - აცხადებს გამყრელიძე და ამატებს, რომ ამ დღით მათ პროტესტი გამოუცხადეს სახელმწიფოს მხრიდან გლეხებისადმი დამოკიდებულებას.

თამაზ მარტინენკო ამბობს, რომ მოსავალით კმაყოფილია, თუმცა რეალიზაციის იმედი არ აქვს: ”სოფელში უმრავლესობა კარტოფილს ვთესავთ, მაგრამ გაყიდვა გვიჭირს. ბაზარზე ერთი კილოგრამი 40 თეთრი ღირს. თურქეთიდან შემოტანილ კარტოფილს ახალციხის კარტოფილად ასაღებენ და ჩვენ კარტოფილს არავინ ყიდულობს”.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები საარჩევნო პროგრამის ფარგლებში უკვე შეხვდნენ წინუბნის, გურკელისა და აგარის მოსახლეობას და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. უახლოეს მომავალში შეხვედრას ახალციხის მოსახლეობასთანაც გეგმავენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს
მესხ ფერმერებს სათესლე კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა