FM97.5 / LIVE

წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.04.2018
სოფლის ცენტრში, იქ, სადაც, ორი წლის წინ, გოგოლაძეების სახლი იდგა, ახლა ქვების გროვაა. მხოლოდ ნანგრევებს გადარჩენილი ყვითელი ნარცისი თუ მიგახვედრებთ, რომ აქ, ერთ დროს, ადამიანები ცხოვრობდნენ, ადამიანები, რომლებიც დღეს თავს ხელისუფლებისგან მოტყუებულებად გრძნობენ.

წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება
საუკუნის წინ აშენებული სახლისგან, რომელშიც გოგოლაძეებმა თითქმის 50 წელიწადი გაატარეს, ახლა მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი. შენობის ნგრევა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, უკანა საყრდენი კედლის ჩამოშლით დაიწყო.

ლალი გოგოლაძემ მაშინვე მიმართა წინუბანში მერის წარმომადგენელს, - „გვითხრა, დაშალეთ, საშიშია, არ ჩამოიშალოს და შიგ არ მოყვეთ, მერე ჩვენ დაგვბრალდებაო. დაგვპირდა, ახალი სახლის აშენებაში დაგეხმარებითო, რამდენჯერმე დამირეკა კიდეც, მალე დაანგრიეთ ტრაქტორი მომყავს და ტერიტორია უნდა გადავასწოროთო“.

ლალი გოგოლაძე იხსენებს, რომ მერის წარმომადგენელი გელა ღამბაშიძე, ოჯახს დროებით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასაც დაჰპირდა, - „მეზობელს შევუთანხმდით, რომ მის სახლში ვიცხოვრებდით, ბინის ქირას კი ადგილობრივი თვითმმართველობა გადაიხდიდა. წელიწადზე მეტია იმ სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ ბინის საფასური ამ დრომდე არ გადაუხდიათ“.

უსახლკაროდ დარჩენილი, სოციალურად დაუცველი გოგოლაძეები, ორი წელია, თანასოფლელი ხათუნა გოგოლაძის სახლში ცხოვრობენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ქირის გადახდის შესახებ დაპირება, თავის დროზე, სახლის მეპატრონის მოუწესრიგებელი დოკუმენტების გამო ვერ შეასრულეს. თავის მხრივ, მესაკუთრე, ხათუნა გოგოლაძე ამბობს, რომ ოჯახისგან მემკვიდრეობით მიღებული სახლი 2017 წლის მაისში გადაიფორმა, მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, თუმცა ქირის საფასური ამ დრომდე არ ჩაურიცხავთ, - “ახლა მითხრეს მაისიდან დაგერიცხება 125 ლარიო, მაგრამ წინა წლების ქირის ანაზღაურებაზე უარი მითხრეს“.

“რამდენჯერმე ვთხოვე ხათუნას, დროულად მოეტანა საბუთები. ეს პროცესი დროში გაიწელა. როცა ბინა მის სახელზე დარეგისტრირტდა, ამის შემდეგ აღარც ლალი გოგოლაძეს მოუკითხავს და არც ხათუნა გოგოლაძეს. ეს დოკუმენტები მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ მოიტანა, ახლა შევძლებთ რომ ჩავურიცხოთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, თამილა ადვაძე და ამატებს, რომ, გასული წლების თანხის ანაზღაურება შეუძლებელია, რადგან იმ დროს, მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო.

გოგოლაძეების ოჯახმა ახალციხის მერიას სამშენებლო მასალებით დახმარებაც სთხოვა - „სამჯერ თუ ოთხჯერ დავწერე განცხადება. ქვა გვაქვს, სამშენებლო მასალებით რომ დაგვეხმარონ, ერთ ოთახს მაინც ავაშენებთ და სხვის სახლში, სამადლოდ არ ვიცხოვრებთ. რომ დამანგრევინეს და მიმატოვეს, ასე როგორ შეიძლება?!“.

„მე შევპირდი, რომ თუ მშენებლობას დაიწყებდა და განცხადებას დაწერდა, კანონით გათვალიწინებული სამშენებლო მასალებით დავეხმარებოდით. ისიც არ იციან, სად უნდა ააშენონ სახლი სამოსახლოზე თუ ისევ ძველ ადგილზე. ტრაქტორიც კი მივუყვანე და გადავასწორე, მეტი რა გავაკეთო“, – გვპასუხობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ წინუბანში გელა ღამბაშიძე და უარყოფს, რომ ავარიული სახლის დანგრევა გოგოლაძეებს უსაფრთხოების მიზნით სწორედ მან ურჩია.

ადგილობრივი თვითმმართველობა გოგოლაძეებს სამშენებლო მასალით, ერთხელ, 2015 წელს, უკვე დაეხმარა და 300 ლარის ცემენტი და თუნუქი გადასცა, თუმცა ამან ნგრევა ვერ შეაჩერა. მერიაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც ახალციხის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალებით ეხმარებოდა, შარშან გაუქმდა. დღეს, ადგილობრივი ხელისუფლება ოთხსულიან ოჯახს ცენტრალური ხელისუფლების იმედად ყოფნას ურჩევს. „შემოიტანონ განცხადება გადავაგზავნით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროთან ვუშუამდგომლებთ, თუ აღმოჩნდა, რომ სახლი მეწყერის გამო დაზიანდა სამინისტრო გამოყოფს თანხას და ჩვენც თანადაფინანსებას შევძლებთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი მიხეილ ვარდიძე.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტი, გიგი ჩიხლაძე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაპირებას იურიდიული ძალა აქვს, შესაბამისად, გოგოლაძებს შეუძლიათ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ.

„აქ შეიძლება მერიის არგუმენტი იყოს ის, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ყველა გარემოება, მაგალითად, ის, რომ სახლის მფლობელს ბინა არ ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ვიდრე თვითმმართველობა დაპირებას გასცემდა, შეეძლო გადაემოწმებინათ, მოეთხოვათ რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან“.

გოგოლაძეებმა არ იციან, შეძლებენ თუ არა დავის სასამართლოში გაგრძელებას. ოჯახმა, დანამდვილებით, მხოლოდ ის იცის, რომ წლის ბოლომდე, მეზობლის ბინიდან არავინ გამოასახლებს, რადგან თვითმართველობა დარჩენილი თვეების ქირის გადახდას აპირებს.

წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინუბანში უსახლკაროდ დარჩენილ გოგოლაძეებს ბინის ქირას მერია გადაუხდის
სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
ახალციხის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალებით აღარ დაეხმარება
ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ
გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო მასალებით დაეხმარა
ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს