FM97.5 / LIVE

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა

მთავარისიახლე 09.04.2020
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ამ დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
ფოტო: გივი ნახუცრიშვილი/ეროვნული ბიბლიოთეკა

ანტისაბჭოთა გაფიცვები და მიტინგები თბილისში 1988 წელს დაიწყო. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე.წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-31 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა.

საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. აქციას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ.

9 აპრილს, დილის 04:00 საათზე, კრემლში მიღებული გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი ძერჟინსკის დივიზიის, დესანტისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები გამოჩნდნენ.

დარბევისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანმანქანები და ტანკები გამოიყენეს.

„დაუკარით! რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,“- ამ სიმღერის ჰანგებზე საბჭოთა შენაერთმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოაქცია და დემონსტრანტების დარბევა დაიწყო. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მომწამვლელი ქიმიური გაზი გამოიყენეს. 1989 წლის 9 აპრილის გამო ასობით ადამიანი დაიჭრა, ათასობით მოიწამლა, 21 კი გარდაიცვალა.

31 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

მშვიდობიან დემონსტრაციაზე სამცხე–ჯავახეთიდანაც იყვნენ. 30 წლის წინ, ამ დღეს ნინო თათოშვილი და ზურა ჩილინგარაშვილი ქვეყნის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

27 წელი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა
სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს