FM97.5 / LIVE

პარაკლისით, გვირგვინებითა და 'მრავალჟამიერით' ახალციხეში 9 აპრილი აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 09.04.2014
1989 წლის 9 აპრილის 25 წლისთავის აღსანიშნავად, ახალციხის ცენტრში ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ.

პარაკლისით, გვირგვინებითა და 'მრავალჟამიერით' ახალციხეში 9 აპრილი აღნიშნეს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, „ქართული ოცნებისა“ და ახალციხის ციხის წარმომადგენლებმა და ახალციხის მცხოვრებლებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

პარაკლისით, გვირგვინებითა და 'მრავალჟამიერით' ახალციხეში 9 აპრილი აღნიშნეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ასპანიძე.

დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი კი დეკანოზმა იოანე გელაშვილმა გადაიხადა.

„9 აპრილი დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ერისთვის, მაგრამ იმ დროს დაიწყო ჩვენი ქვეყნის გამოღვიძება და დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. 9 აპრილი უნდა ახსოვდეს თითოეულ ქართველს და მომავალ თაობას გადავცეთ ეს ისტორია“, - განაცხადა დეკანოზმა იოანე გელაშვილმა.

პარაკლისით, გვირგვინებითა და 'მრავალჟამიერით' ახალციხეში 9 აპრილი აღნიშნეს
დეკანოზი იოანე გელაშვილი

პარაკლისის შემდეგ, ფოლკლორულმა ანსამბლმა "მესხეთმა" "მრავალჟამიერი" შეასრულა. სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ კი ლექსი წაიკითხა. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

პარაკლისით, გვირგვინებითა და 'მრავალჟამიერით' ახალციხეში 9 აპრილი აღნიშნეს
ფოლკლორული ანსამბლი 'მესხეთი'.

ზუსტად 25 წლის წინ, თბილისში, დილის 04.00. საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა.

„მათი სახელები ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში. ამ ადამიანებმა ბიძგი მისცეს ერის გამოღვიძებას. სამწუხაროა, რომ ასე ტრაგიკულად შეეწირნენ“, - აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

პარაკლისით, გვირგვინებითა და 'მრავალჟამიერით' ახალციხეში 9 აპრილი აღნიშნეს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე


[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს
ახალციხეში 1989  წლის  9 აპრილი გაიხსენეს
სამცხე–ჯავახეთში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს [Photo]
ახალციხეში 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს
რა დაჯდა ახალციხეში 9 აპრილის აღნიშვნა
ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილები გაიხსენეს [Photo]
27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს