FM97.5 / LIVE

'დემოკრატ მესხთა კავშირი' სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს

მთავარისაზოგადოება 08.04.2015
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“ ათასი ლარის ოდენობის ასამდე წიგნს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად გადასცემს.

'დემოკრატ მესხთა კავშირი' სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს

დღეს, 8 აპრილს, ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა, „მწვანე სახლი ახალციხის ფილიალი“ და ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შშმპ სარეაბილიტაციო ცენტრი "ერთობა" საჩუქრად წიგნებს მიიღებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა“ მათთვის წიგნები „პალიტრა მედიის“ აქციის ფარგლებში შეიძინა. ორგანიზაციამ სამცხე–ჯავახეთში ერთ ტონაზე მეტი მაკულატურა მოაგროვა და ათასი ლარის ფარგლებში თბილისიდან დაახლოებით 100 წიგნი ჩამოიტანა.

„ადრე აქცია გვქონდა მეშვიდე საჯარო სკოლაში და გვთხოვეს თუ საშუალება იქნებოდა ბავშვებისთვის ხმოვანი წიგნები გადაგვეცა, ეს თხოვნა გავითვალისწინეთ და მათთვის ხმოვანი წიგნები წამოვიღეთ“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე და ამატებს, რომ თითქმის ყველა ჟანრის წიგნია, მათ შორის მსოფლიო ლიტერატურიდანაც.

"დემოკრატ მესხთა კავშირი" აქტიური მონაწილეობისთვის წიგნებს საჩუქრად ბორჯომის საგანმანართლებლო რესურსცენტრსაც გადასცემს.

'დემოკრატ მესხთა კავშირი' სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ – აქციაში ახალციხე ჩაერთო
'დემოკრატ მესხთა კავშირმა' ახალციხის თვითმმართველობას ანგარიშვალდებულების გაზრდის ინიციატივით მიმართა
ახალციხეში ბავშვთა უფლებებზე ფოტოკონკურსი გამოცხადდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებს საჩუქრად 1 800 წიგნი გადაეცა
ახალციხეში ახალგაზრდებმა ქვეითად გადასასვლელი მოხატეს
ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება
ფოტოკონკურსი სამცხე–ჯავახეთში – 'ერთი ფოტოს ისტორია'