FM97.5 / LIVE

ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ – აქციაში ახალციხე ჩაერთო

მთავარისაზოგადოება 31.03.2015
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“ სპეციალური საჭიროების მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის წიგნების გადაცემის მიზნით, „პალიტრა მედიის” აქცია „მაკულიტერატურაში“ ჩაერთო.

ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ – აქციაში ახალციხე ჩაერთო

„დემოკრატ მესხთა კავშირი“ მაკულატურას სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით აგროვებს. „პალიტრა მედიის“ აქცია მაკულატურის წიგნებში გადაცვლას გულისხმობს: 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნს უდრის.

ორგანიზაცია მაკულატურის სანაცვლოდ მიღებულ წიგნებს ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადასცემს. რეგიონში მაკულატურის შეგროვების იდეა, ბავშვების დახმარების მიზნით, „დემოკრატ მესხთა კავშირში“ არსებულ ახალგაზრდულ ჯგუფს ეკუთვნის.

„ახალგაზრდებმა დახმარება გვთხოვეს ტრანსპორტირებაში, ანუ შეგროვილი მაკულატურის ოფისამდე მოტანასა და შემდეგ მის თბილისამდე ჩატანაში. ასევე ერთი ტონა მაკულატურით შეძენილ წიგნებს თბილისიდან ახალციხემდე ჩამოტანაც უნდა“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გია ანდღულაძე.

აღნიშნული ინიციატივით ორგანიზაცია უკვე დაუკავშირდა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, საჯარო სკოლების, რესურსცენტრების წარმომადგენლებს. აქციაში უკვე ჩაერთო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რესურსცენტრი, საჯარო სკოლები და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი.

ამ დროისთვის „დემოკრატ მესხთა კავშირში“ 600 კგ მაკულატურა უკვე შეგროვდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დღის ბოლომდე 200 კგ–ს კიდევ დაამატებენ. უახლოეს ორ დღეში გამოუყენებელ წიგნებს, ფურცლებსა და ჟურნალებს კიდევ შეაგროვებენ, რაც საერთო ჯამში დაახლოებით ერთ ტონა გახდება.

ვისაც მაკულატურა აქვს და სურს, რომ მის ნაცვლად სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა, ან სოციალურად დაუცველებმა, წიგნები მიიღონ, ორგანიზაციას უნდა დაუკავშირდეს. მათ უნდა დარეკონ ნომერზე: 0365 22 12 23;

აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 28 მარტიდან 3 აპრილამდე მიმდინარეობს;

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'დემოკრატ მესხთა კავშირი' სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს
ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება
ბორჯომში  მაკულატურის აქცია გაიმართება
ახალი წიგნი მაკულატურის ნაცვლად – აქცია ახალციხეში
დღეს ახალციხეში მაკულიტერატურის აქცია გაიმართება
ახალციხეში დედამიწის დღე აღნიშნეს
ახალციხეში ბავშვთა უფლებებზე ფოტოკონკურსი გამოცხადდა