FM97.5 / LIVE

‘ვისწავლოთ ჩვენი აუტისტი შვილებისგან’ – აუტისტის დედის წერილი ახალციხიდან

მთავარისაზოგადოება 02.04.2016
"ჩვენი მსგავსი პრობლემის მქონე მშობლების დახმარება ის იქნებოდა, რომ საზოგადოებამ პირველ რიგში მიიღოს შიშის გარეშე ჩვენი შვილები. დაგვეხმაროს გამოვიყვანოთ არა თუ შიშით, არამედ სიამაყით, იმის შეგრძნებით, რომ მარტონი არ ვართ ჩვენს შვილებთან ერთად", – წერს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 9 წლის გიორგის დედა, „მწვანე სახლი ახალციხის ფილიალის“ დირექტორი ელისო თათეშვილი ფეისბუქის გვერდზე.

‘ვისწავლოთ ჩვენი აუტისტი შვილებისგან’ – აუტისტის დედის წერილი ახალციხიდან

მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მთელი დღეა ვფიქრობ რა დავწერო... და გადავწყვიტე ეს სიტყვები გიორგის მივუძღვნა, რადგან მე ვამაყობ ჩემი შვილით.

რთულია, რადგან უკვე ცხრა წელია ამით ვცხოვრობთ მე გიორგი და მთელი ჩვენი ოჯახი. ადვილი არ არის ილაპარაკო იმაზე, რაც მუდმივი კვლევისა და დაკვირვების პროცესია.

დღევანდელი გადმოსახედიდან ამ ცხრა წელმა ერთი საათივით გაიელვა, არადა რამდენი რამ მომხდარა, „მწვანე სახლი“ ... იმიტომ რომ გიორგის სჭირდებოდა, ჯერ თბილისში, შესანიშნავი პერსონალი (უღრმესი მადლობა მათ: მარინა, ბაკა, მაია), რომლებმაც დამარწმუნეს, რომ აუტისტი შვილის ყოლა საშინელება კი არა აღმოჩენაა და შეიძლება ითქვას, ამ პრობლემამ ჩემს ცხოვრებას სხვა, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი აზრი და მიზანი შესძინა... მერე კეთილი ადამიანები, რომლებმაც გულთან მიიტანეს ჩვენი პრობლემა და ჩვენი სურვილი, მიგვეცა საშუალება სხვა მშობლებისთვის და მათი პატარებისათვის, ეგრძნოთ მწვანე სახლის მეგობრული გარემოს გემო. ასე გაჩნდა „მწვანე სახლი“- ს ახალციხის ფილიალი.

ბევრს ვფიქრობ ვისი დამსახურებაა ის, რომ დღეს ახალციხეში „მწვანე სახლი“ არსებობს!? ჩვენი? - რადგან აქტიური მშობლები აღმოვჩნდით? ფრანგი დონორების?- რომლებმაც ისურვეს თავიანთი ქველმოქმედება ჩვენი რეგიონისთვის მოეძღვნათ? ალბათ ყველასი ცოტ- ცოტა ... მაგრამ სინამდვილეში ეს გიორგის დამსახურებაა. ამიტომ ვამაყობ ჩემი შვილით და მადლობელი ვარ მისი უსაზღვროდ, ეს მან მაგრძნობინა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაძღვროა და არაფერი ჯობს სიკეთის კეთებას.

როდესაც მის თბილ გამოხედვას ვუყურებ, რომლითაც იგი ყველას უმზერს, ვხვდები, რომ ეს ბავშვები განსაკუთრებულნი არიან თავიანთი სამყაროთი და მშურს კიდეც მათი, რომ ვერ ვწვდებით იქამდე ამ სამყაროს, სადაც ყველაფერია ერთად, უსაზღვრო სიყვარულიც, აღელვებაც, შიშიც, ნდობაც და უნდობლობაც და ახერხებენ რომ ეს ყველაფერი თვალებით გადმოგვცენ, ჩვენ კი ვერ ვხვდებით, ან არ გვინდა მივხვდეთ.

ბევრი იწერება აუტისტური სინდრომის გარშემო ფსიქოლოგების, პედიატრების, მეცნიერების მიერ, მაგრამ ცოტა - იმ მშობლების მიერ (ყოველ შემთხვევაში საქართველოში) რომლებიც თვითონ ხვდებიან ამ პრობლემას, ალბათ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი განცდების შესახებ დამეწერა და ლოგიკურია, ეს ჩემს შვილს მივუძღვენი, ძალიან მინდა ეს ყველაფერი ჩემს შვილს ვუთხრა ხმამაღლა... ეს ერთგვარი აღსარება იქნებოდა მის მიმართ, რადგან ყველაზე რთულია ამაზე მასთან საუბარი, იმიტომ, რომ მისი რეაქცია ამის მოსმენისას ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავებული იქნება.

ალბათ უსაზღვროდ შემიძლია ვილაპარაკო ჩვენს მრავალფეროვან ურთიერთობებზე ჩემს შვილთან, მაგრამ მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩვენი მსგავსი პრობლემის მქონე მშობლების დახმარება ის იქნებოდა, რომ საზოგადოებამ პირველ რიგში მიიღოს შიშის გარეშე ჩვენი შვილები და დაგვეხმაროს გამოვიყვანოთ ჩვენი შვილები არა თუ შიშით, არამედ სიამაყით, და იმის შეგრძნებით, რომ მარტონი არ ვართ ჩვენს შვილებთან ერთად.

თუმცა ამაში ეჭვი არ მეპარება რომ საზოგადოება თანდათან კიდევ უფრო მიიღებს მათ, ვამაყობ ქართველი ერით რადგან შეძლო ასე მოკლე დროში აეტაცა და გაეაზრებინა ამ პრობლემის არსი და ცდილობს შეძლებისამებრ ამოგვიდგეს მხარში ჩვენ, მშობლებს, რომლებსაც ასე გვჭირდება ეს...

რაც შეეხება მშობლებს, რომლებიც ამ პრობლემას შევეჭიდეთ, ძალიან მინდა, რომ გავამხნევო და ვუთხრა, რომ მარტონი არ არიან, ნურავის კრავენ ხელს, თუ ვინმე მაოისურვებს მათი პრობლემა გაიზიაროს. მინდა ვთხოვო, რომ არ დაყარონ ფარხმალი, არ მოდუნდნენ და არ იყვნენ დადარდიანებულნი, რადგან თუ ჩვენ მშობლები მოვდუნდებით და ჩვენი შვილები იგძნობენ ჩვენს სისუსტეს, ისინიც ჩაიქნევენ ხელს და უფრო ჩაიკეტებიან თავიანთ სამყაროში.

გიორგი ჯერ სულ რაღაც 9 წლისაა და რამდენი რამ ვისწავლე მისგან:

მოთმინება - უსაზღვრო მოთმინებაა მის თვალებში, უჭირს რაღაც, მაგრამ მზადაა ჩუმად იყოს, რომ მის გამო ვინმემ თავი ცუდად არ იგრძნოს;

სიყვარული - არა არის აუცილებელი სიყვარულზე ილაპარაკო, რადგან ეს შეიძლება მშობლებს ისედაც აგრძნობინო, მარტივად თანაც, გამოხედვით, კოცნით და შეხებით, უსიტყვოდ...

იმედი და რწმენა - დარწმუნებული ვარ რომ მშობლის შესაძლებლობები უსაზღვროა და რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ კარგად ვიგრძნო თავი.

ნდობა - მზად ვარ მშობლებმა გადაწყვიტონ, რადგან ვიცი, რომ არასდროს აირჩევენ ცუდს ჩემთვის.

ღიმილი საუკეთესო წამალია - ოღონდ გაიღიმოს და მზად ვარ ამისთვის ჩემთვის ყველაზე რთული რამ გავაკეთო.

ყოველთვის შევამჩნიო სხვისი კარგი საქციელი - ერთი დადებითი ქცევის შექებას ან აღნიშვნას სხვა უფრო დიდი და კეთილი საქმე მოსდევს.

ვისწავლოთ ჩვენი აუტისტი შვილებისგან, ისინი ხომ უფრო მძაფრად აღიქვამენ სამყაროს, ვიდრე ჩვენ, ეს სხვებთან ურთიერთობებშიც გვეხმარება...

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მშობლები მშობლებისთვის [Video/Photo]
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა
რა იცით აუტიზმის შესახებ [Video]
რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი  – ცხოვრება დაუნის სინდრომით
ჩვენი მიზანი MAP-ი არ არის, ჩვენი მიზანია NATO-ს წევრობა
მერაბიშვილი ახალციხის ციხეზე: ‘რაც იყო 8 წლის წინ იმას  არაფერი მიმატებია’
პაატა ბურჭულაძის და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პარტიები გაერთიანდნენ