FM97.5 / LIVE

რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი – ცხოვრება დაუნის სინდრომით

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.03.2018
“გამიხარდა რომ გვესტუმრეთ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, სკოლაში მეჩქარება”, - მაიკო ღიმილით გვიხდის ბოდიშს, თმას ისწორებს და სახლიდან გარბის. დედა, მარინა ნანობაშვილი გვიყვება მისი და მაიკოს რთული, მაგრამ ბედნიერი ცხოვრების შესახებ.

რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი  – ცხოვრება დაუნის სინდრომით

როცა ექიმები შვილის დატოვებას გირჩევენ

მაიკო ჩემი მეორე შვილია. ცხრა თვის იყო, როცა დაუნის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა გამოკვლევების შემდეგ მითხრეს, ვერც გაივლის და ვერც დამოუკიდებლად ჭამას შეძლებსო. ექვსი თვე გავატარე საავადმყოფოში. სამი კილოგრამი დაიბადა და ექვს თვემდე ისევ იგივე წონის იყო. თავიდან მეგონა, რომ ჩემს ორგანიზმში განვითარებული მოწამვლის გამო იყო ჩემი შვილი ავად. გამიჭირდა, მაგრამ გავაცნობიერე რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე აღმოვჩნდი.

ექიმებმა მითხრეს, არ გირჩევთ ამ ბავშვის სახლში წაყვანასო. გავოგნდი, სად უნდა დამეტოვებინა?! ნუთუ ჩემს შვილს ჩემზე კარგად ვინმე მიხედავდა! სპეციალურ დაწესებულებაში შემომთავაზეს გადაყვანა, სადაც დავტოვებდი ჩემს შვილს და ვეღარასოდეს ვნახავდი. ექვსი თვე ტანსაცმლიანი ვათენებდი და ვაღამებდი საავადმყოფოში და ამას როგორ გავაკეთებდი?! სასტიკი უარი ვუთხარი, მე ვერ გავძლებდი ბავშვის გარეშე. ამ ყველაფრის გაგების და გააზრების შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა.

როცა ოჯახი არჩევანის წინაშე გაყენებს

ოჯახის წევრებმა ბავშვის დაბადებიდანვე იცოდნენ ეს ამბავი. ექიმებმა ჩემს დედამთლსა და მეუღლეს უთხრეს ყველაფერი. დედამთილი ამბობდა, ნეტავ ვერ გადარჩესო! მაშინ 23 წლის ვიყავი, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი. ექიმების მსგავსად, ჩემი მეუღლეც ფიქრობდა, რომ მაიკო უნდა ჩამებარებინა. მშობლების გავლენა იყო. მე თავიდანვე მკაცრად ვიდექი ჩემს პოზიციაზე და უარი ვთქვი.

მეუღლეს ვუთხარი არჩევანი გაეკეთებინა, ან ჩემთან და ჩემს შვილთან დარჩენილიყო, ან დავშორებულიყავით. მან ჩვენთან დარჩენა გადაწყვიტა. მეზობლებმა რომ გაიგეს ჩემი პრობლემა, ოჯახს რომ არ უნდოდა ბავშვის სახლში დატოვება, გვერდში დამიდგნენ, მამხნევებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე.

რეაბილიტაციის რთული გზა

ოჯახში ყველა დარწმუნებული იყო, რომ მაიკო დიდხანს ვერ იცოცხლებდა. თავიდან ყოველდღე გადასხმებს ვუკეთებდი. ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. ყოველ წელს ურეკში დამყავდა, სახლშიც მომქონდა ურეკიდან სილა და შიგ ვაწვენდი. ვუკეთებდი მასაჟებს. ექიმების არასაიმედო პროგნოზის მიუხედავად, მივაღწიე იმას, რომ ხუთი წლის ასაკში გაიარა. ბევრი ვიწვალე. ახლა ჩემი შვილი დამოუკიდებლად დადის და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

ბაღში უპრობლემოდ დადიოდა, მაგრამ სკოლაში შეგნებულად არ მივიყვანე. ერთხელ ეზოში ბავშვებმა კონცერტი ჩაატარეს, მაიკომ ერთი სიმღერა იმღერა, მეზობლის პატარამ დასცინა – ეს რანაირად მღერისო! ამ დღის მერე მაიკო ჩაიკეტა და გარეთ აღარ გადიოდა. მივხვდი, რომ საჯარო სკოლაში სიარული მისითვის დიდი ტრავმა იქნებოდა. გადავწყვიტე სპეციალური საჭიროების მქონე სკოლაში წამეყვანა. აქ ძალიან გაიხსნა და გახარებული იყო.

ნუ დამალავთ თქვენს შვილებს!

ძალიან თბილი და კონტაქტურია. ასეთი ადამიანი არასოდეს გიღალატებს, მათ უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ. ყველაზე მეტად წერა უყვარს. ამ ბოლო დროს მხედველობის პრობლემა აქვს და ვუშლი, რომ არ დაიძაბოს. უცებ გაქრება ხოლმე, ჩუმად ოთახში დაიმალება და ასოებს და ციფრებს წერს.

მინდა მშობლებს მივმართო, რომ ასეთი შვილები საზოგადოებას „არ დაუმალონ“. ურჩევნიათ იყვნენ გახსნილები და მაქსიმალურად ეცადონ საზოგადოებაში გაიყვანონ. ორ ადგილას ვმუშაობ და ჩემს მაიკოს ყველა იცნობს. ყველგან დამყავს სადაც შემიძლია, მინდა გავულამაზო ცხოვრება. გმირებად მიმაჩნია ისეთი მშობლები, რომლებიც შვილებს ისეთებს იღებენ, როგორებიც არიან.

მაიკო ახლა 34 წლისაა. 30 წლის წინ იშვიათად ნახავდით მშობელს, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე შვილს გარეთ გამოიყვანდა. მათი უმეტესობა საგულადგულოდ მალავდა სახლში. ნაწილობრივ მესმის მათიც, ადრე საზოგადოება სხვანაირად უყურებდა ამ ბავშვებს და მათთან ურთიერთობას გაურბოდა. ახლა გაცილებით სხვა მდგომარეობაა, საჯარო სკოლებშიც დაჰყავთ შვილები და ქუჩებშიც, მოსახლეობა უფრო თბილია, თუმცა ზოგჯერ მაინც გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს შვილებს გულს ტკენენ. განსაკუთრებით თბილები უცხოელები არიან. ჩემი შვილი სარეაბილიტაციო დღის ცენტრში, „ტალიტა კუმში“ დადის, იქიდან ზაფხულობით მიჰყავთ ზღვაზე, ბათუმში.

“როცა მე აღარ ვიქნები”

ერთადერთი პრობლემა მაქვს, სულ ვფიქრობ, მე რომ აღარ ვიქნები რა ეშველება მაიკოს. მინდა ისეთი ცენტრი იყოს, სადაც ჩემი შვილი თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობს და შეეძლება ღამეც იქ დარჩეს. ჩვენ, მშობლებმა, შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“, ჩვენი მიზანია სათნოების სახლის მსგავსად გავაკეთოთ სახლი, სადაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ. მათ ერთმანეთი აბედნიერებთ. მე რომ აღარ ვიქნები, მეცოდინება, რომ არსებობს სახლი, სადაც ჩემი შვილი თავს კარგად იგრძნობს.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
‘ვისწავლოთ ჩვენი აუტისტი შვილებისგან’ – აუტისტის დედის წერილი ახალციხიდან
დაუნის სინდრომი
‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი
დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს...
მშობლები მშობლებისთვის [Video/Photo]
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად