FM97.5 / LIVE

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება

მთავარიეკონომიკა 31.01.2016
“მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 2016 წელსაც გაგრძელდება. სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება

2016 წელს პროექტის ფარგლებში: ბენეფიციარები რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25- ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით (მიწის ფართობის პროპორციულად). ის ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0-დან 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი, 50–ლარიანი აგრო ბარათით ისარგებლებენ. ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მიიღებენ "აგრობარათს" 1 ჰა-ზე 140 ლარის განგარიშებით, სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად.

პროექტის თანახმად, მცირემიწიან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ "აგრო ბარათით“ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი) სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ერთიანად, ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან.

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს, მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაიწყო. პროექტის მიზანი მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობა, პირველადი წარმოების ზრდის სტიმულირება და სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს
ბორჯომმა 2643 სასოფლო–სამეურნეო ბარათი მიიღო
ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
ახალციხეში ხვნის ბარათი 112 ოჯახს გადაეცა
„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო
ბენეფიციარებს აგრობარათებზე ქულები ჩაერიცხათ
რა შეიცვალა ‘მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში'?